10 მაისს  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ღვინო და ვაზი - ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები” გაიმართება

თსუ-ში, ხვალ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ღვინო და ვაზი - ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები” გაიმართება. ღონისძიება 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიხსნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრესსამსახურიდან აცნობეს, კონფერენციის შინაარსი მრავალფეროვანია და მოიცავს ქართულ მეცნიერების დარგებს ღვინისა და ვაზის შესახებ. ეს უპირველესად გულისხმობს საქართველოსა და უცხოეთში განხორციელებული საერთაშორისო კვლევების შედეგების წარმოდგენას, როგორც ისტორიულ-ეთნოგრაფიული, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიურ-აგრობიომრავალფეროვნების და ეკონომიკურ-პოლიტიკური მიმართულებით მევენახეობა-მეღვინეობაში.

კონფერენციის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, გიორგი შერვაშიძე; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი; კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი, კახაბერ კორძაია; „ქართული ტრადიციული ღვინის ფონდის" თავმჯდომარე, აბბა ალავერდელი მიტროპოლიტი დავითი (ირაკლი მახარაძე; შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი, ზვიად გაბისონია; მეცნირებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი, გიორგი კვესიტაძე; სოფლის მეურნეობის მეცნირებათა აკადემიის პრეზიდენტი, გურამ ალექსიძე;

• დავით ლორთქიფანიძე - ეროვნული მუზეუმის დირექტორი; ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, ლევან მეხუზლა და პროექტის ხელმძღვანელი, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო - კვლევით ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე.

კონფერენციაზე მოწვეული მომხსენებლები არიან როგორც საქართველოს, ასევე ევროპისა და კანადის მეღვინეობა-მევენახეობის დარგში წამყვანი უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ცენტრებიდან.

მეღვინეობა-მევენახეობა საქართველოს სოფლის მეურნეობის, მისი ისტორიის, ცნობიერებისა და კულტურის განუყოფელი ნაწილია. ამ ერთობლიობამ საუკუნეების განმავლობაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

როგორც კავკასიის უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დაგეგმილი ღონისძიება ხელს შეუწყობს მეღვინეობა-მევენახეობის დარგში მოღვაწე ქართველ მეცნიერთა, ახალგაზრდა მკვლევართა და სპეციალისტთა, საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების ამ დარგის შესწავლით დაინტერესებულ სტუდენტთა საერთაშორისო სამეცნიერო სფეროში ინტეგრაციასა და თანამშრომლობას, რაც განმსაზღვრელია საქართველოს შემსწავლელი, მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულებებით მეცნიერების განვითარების, ამ დარგების პოპულარიზაციისა და მეცნიერებაში ახალი კადრების მოზიდვისათვის.

კონფერენცია 9-12 მაისს ჩატარდება. კონფერენციას უმასპინძლებს ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (10 მაისი), კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (11 მაისი), სოფლის მეურნეობის სამინისტროს ჯიღაურას სამეცნიერო კვლევითი ცენტრი (9, 11 მაისი), იყალთოს ქვევრის აკადემია (12 მაისი). მოწვეულ სტუმრებს ასევე უმასპინძლებს საქართველოს ეროვნული მუზეუმი (10 მაისი).

პროექტი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ხორციელდება და დაფინანსებულია შოთა რუსთაველის საქართველოს სამეცნიერო ეროვნული ფონდის მიერ საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების საკონფერენციო გრანტების ფარგლებში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო