ანონსი 10 მაისი

10 მაისს, 10.00 საათზე, თბილისში, მზიურის საჩოგბურთო კორტებზე საჩოგბურთო ტურნირი „საქართველოს პარლამენტის თასი 2019“ გაიმართება. ტურნირში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის, საერთაშორისო ორგანიზაციების, ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები და მოყვარული ჩოგბურთელები.

10 მაისს, 10:00 საათზე, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში სემინარი - მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ გაიხსნება.

ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე,საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობის დირექტორი ფელიქს ჰეტი, ესტონეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კაი კაარელსონი და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი ბერიკა შუკაკიძე.

მის: მალხაზ აბდუშელიშვილის ქ. N1

საკონტაქტო : ბელა გომურიშვილი 599901408

10 მაისს, 10:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში გაიხსნება საერთაშორსო სამეცნიერო კონფერენცია „ქართული ღვინო და ვაზი - ტრადიციები და სამეცნიერო გამოწვევები”.

გახსნის ღონისძიებში მონაწილეობას მიიღებენ: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შერვაშიძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის რექტორი კახაბერ კორძაია და სხვები;

მის: ი. ჭავჭავაძის გამზირი #1, I კორპუსი

10 მაისს, 10:00 საათზე, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში“, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდება.

10 მაისს, 10:30 საათზე, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ახალი ვებგვერდის პრეზენტაცია გაიმართება.

მის: თავისუფლების მოედანი #2

10 მაისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ “კვირას“ პრესკლუბში, ზესტაფონის მუნიციპალიტეტის “ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი გოგლიჩიძე პრესკონფერენციას გამართავს.

თემა: მერის რიგგარეშე არჩევნები ზესტაფონში.

მის: ა. წერეთლის გამზ. N99, სადარბაზო 3, სართული 1

საკონტაქტო: 593 53 45 24

10 მაისს, 10:30 საათზე, “გირჩის“ ოფისში, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და მთაწმინდის შუალედურ არჩევნებში “გირჩის“ მაჟორიტარობის კანდიდატი ჰერმან საბო ბრიფინგს გამართავენ.

თემა: პროსტიტუციის ლეგალიზაცია.

მის: ბესიკის ქუჩა 4. სართული 3, ოთახი 312.

საკონტაქტო: ელენე მეგრელიშვილი: - 571 01 02 00

10 მაისს, 10:30 საათზე, “მედიაცენტრ მთავარში“ ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენელი მექა ხანგოშვილი განცხადებას გააკეთებს.

თემა: მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე, ქისტების ტრადიცია სისხლის აღებასთან დაკავშირებით და ხეობის პოზიცია.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან “უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

10 მაისს, 10.30 საათზე, “ევროპული საქართველოს” ფრაქციების გაერთიანებული შეხვედრა გაიმართება ნაფიც მსაჯულებთან დაკავშირებით.

პარლამენტი, პირველი რესბუბლიკის დარბაზი.

10 მაისს, 11:00 საათზე, “მედიაცენტრ მთავარში“ ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე განცხადებას გააკეთებს.

თემა: მალხაზ მაჩალიკაშვილის საქმე, ჯდება თუ არა ფარული ჩანაწერების საუბრები ქისტების ტრადიციებში და რატომ ფიქრობს, რომ გასაკვირი არაფერია.

მის: მიხეილ ჭიაურელის 19 (ჩასახვევი რესტორან „უშბადან“, არმისული ლუბლიანას ქუჩამდე).

საკონტაქტო: ეკა გულუა 599726565

10 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

10 მაისს, 12:00 საათზე, სასტუმრო „რუმს თბილისში“ კომპანია IDS ბორჯომი საქართველოს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პროექტის - #ბორჯომიბუნებისგულშემატკივარი, ფარგლებში გარემოსდაცვით საკითხებზე მედიასემინარი გაიმართება.

მის: მ.კოსტავას #14

10 მაისს, 12:00 საათზე, ზურაბ ხუციშვილის ადვოკატები მთავარ პროკურატურასთან გამართავენ აქციას მოთხოვნით, დაისაჯონ ზურაბ ხუციშვილის მკვლელები.

მის: გორგასლის N24

საკონტაქტო: 557 959 989 ლაშა შუკაკიძე

10 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტში, საინიციატივო ჯგუფის სახელით დეპუტატი ეკა ბესელია კონსტიტუციაში ცვლილების პროექტს დაარეგისტრირებს, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ არჩევის გაუქმებას ეხება. პროექტი პარლამენტის კანცელარიაში დარეგისტრირდება.

10 მაისს, 12:30 საათზე, სასტუმრო “რედისონ ბლუ ივერიაში“, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

თემა: თემატური მომხსენებლების განსაზღვრა და კომიტეტის საქმიანობის გაძლიერება.

10 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოში საქველმოქმედო მიზნით მყოფი თურქი მსახიობი ჩაგათაი ულუსოი “ნიუ ჰოსპიტალს“ ესტუმრება, სადაც ბავშვებს მოინახულებს.

10 მაისს, 13.00 საათზე, პარლამენტში „ევროპული საქართველოს“ წევრების სერგი კაპანაძის და გიორგი კანდელაკის ბრიფინგი გაიმართება.

თემა: საქართველოში არსებული რუსული საფრთხეები.

„ევროპული საქართველოს“ ფრაქციის ოთახი

10 მაისს, 13:00 საათზე, სოლოლაკის გვირაბთან გაიმართება აქცია-ბრიფინგი თემაზე: - გაიხსნას სოლოლაკის გვირაბი.

მის: ასათიანის #28

10 მაისს, 13:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

10 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა ჩატარდება, რომლის დაწყებამდე პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე ბრიფინგს გამართავს.

მის: ინგოროყვას 7

10 მაისს, 14:00 საათზე, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის დეზინფორმაციისა და პროპაგანდის საკითხებზე თემატური მოკვლევის ჯგუფის წევრები საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდებიან.

ბაგრატოვანთა დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N309-310)

10 მაისს, 14:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

10 მაისს, 14:00 საათზე, ქუთაისის მნერიაში, გაეროს მეხუთე გლობალური საგზაო უსაფრთხოების კვირეულის ფარგლებში, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) კონფერენციას “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვისთვის” გამართავს.

10 მაისს, 14:00 საათზე, პარლამენტის თემატური მოკვლევის ჯგუფში - სახელმწიფო ეკონომიკურ პროგრამებში ქალთა მონაწილეობა - სახელმწიფო უწყებების ზეპირ მოსმენა გაიმართება.

საკონფერენციო დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

10 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციაში, ინსპექტირების პროცესში არსებულ პრობლემებზე იმსჯელებენ. ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის პრეზიდენტად დავით მესხიშვილს წარადგენენ.

მის: ბელიაშვილის 8 (ყოფილი მიონის შენობა)

საკონფერენციო დარბაზი მე-3 სართული

10 მაისს, 15: 00 საათზე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა გაიმართება.

მის: ბოჭორმის ქ. #12

10 მაისს, 15:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლო პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებული როენა ხუცურაულისა და მასთან ერთად დაკავებული კიდევ ორი პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

10 მაისს, 15:30 საათზე, სასჯელაღსრულების სპეციალურ პენიტენციურ დეპარტამენტთან პატიმრის, ავთანდილ სოფრომაძის ადვოკატი და ოჯახის წევრები აქციას გამართავენ.

საკონტაქტო: 598555445

10 მაისს, 16:00 საათზე, პარლამენტში პროექტის “ევროპული კლუბები“ პრეზენტაცია გაიმართება.

თამარ მეფის სახელობის დარბაზი (A კორპუსი, 0 სართული)

10 მაისს, 16:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი და ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე ბიზნესასოციაციების და საქართველოში მოქმედ მსხვილი ბიზნესის წარმომადგენლებს “გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ კანონის პროექტს და მისგან გამომდინარე საკანონდებლო ცვლილებათა პაკეტს გააცნობენ.

10 მაისს, 16:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო-კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის უფროს მრჩეველს ჟან-ფრედერიკ პოლსენს შეხვდება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N515 (C კორპუსი, V სართული)

10 მაისს, 17:00 საათზე, სასტუმრო “ბეტსში“, იურიდიული ფირმა “მგალობლიშვილი ყიფიანი ძიძიგური“ კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით, გამართავს პრაქტიკულ სემინარს თემაზე: კონკურენციის სამართლის აქტუალური საკითხები.

მის: კოტე მაყაშვილის ქ. 32/34.

საკონტაქტო: ნანა მაღრაძე - 599716019

10 მაისს, 18:00 საათზე, თბილისის საკრებულოს შენობაში, საგარეო საქმეთა სამინისტრო უმასპინძლებს რიგით მეორე დასკვნით ღონისძიებას: „დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება 2019“.

ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პრეზიდენტი, საგარეო საქმეთა მინისტრი, პარლამენტის და დიასპორის წარმომადგენლები.

მის: თავისუფლების 2, თბილისის საკრებულო

10 მაისს, 18:30 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი სამეცნიერო-საკონსულტაციო საბჭოს წევრებს შეხვდება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)​

10 მაისს, 19:00 საათზე, „წისქვილი ჯგუფის“ ახალი სივრცის „ღვინის ეზოს" გახსნის ცერემონია გაიმართება.

მის.: ბელიაშვილის 99. “ღვინის ეზო“.

10 მაისს, 19:00 საათზე „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ლადო კახაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს შეხვდება.

შეხვედრა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის შტაბში გაიმართება.

მის: პუშკინის სკვერის მოპირდაპირე მხარე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა