სხვადასხვა სფეროში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის დიასპორის წარმომადგენლები დაჯილდოვდებიან

10 მაისს, პროექტის “დიასპორის წარმომადგენელთა განსაკუთრებული ღვაწლის აღიარება“ ფარგლებში გამარჯვებული ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაჯილდოვდებიან. ღონისძიებას საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები დაესწრებიან.

საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტი ხორციელდება საგარეო საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) და ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტის ENIGMMA (მიგრაციის მართვის გაძლიერება საქართველოში) ორგანიზებით და მიზნად ისახავს საზღვარგარეთ მცხოვრები და მოღვაწე თანამემამულეების და უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების გამოვლენას, ვისაც საკუთარი საქმიანობით წვლილი შეაქვს საქართველოს განვითარების, საზღვარგარეთ ქვეყნის პოზიტიური იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტის, მეცნიერების პოპულარიზაციაში.

კანდიდატებს დაჯილდოების ცერემონიისთვის წარმოადგენს საზღვარგარეთ მცხოვრები ქართული დიასპორა და გამოავლენს სპეციალურად შექმნილი კომისია, შემდეგ ნომინაციებში: ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილი; მეცნიერებაში შეტანილი წვლილი; საქველმოქმედო საქმიანობაში შეტანილი წვლილი; ქართული სპორტის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილი, სახალხო დიპლომატიაში შეტანილი წვლილი და საქართველოს უცხოელი მეგობარი.

გამარჯვებული ჯილდოვდება ანტიკური ხანის ქართული ოქრომჭდლობის და საქართველოს მატერიალური კულტურის უმნიშვნელოვანეს ნიმუშის, ექვთიმე თაყაიშვილის მიერ შეგროვებული და გადარჩენილი საგანძურის ერთ-ერთი ექსპონატის ასლით.

დიასპორის წარმომადგენელთა დაჯილდოების ცერემონია თბილისის საკრებულოში გაიმართება.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს