ნინო ბურჯანაძე ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის დროებითი მოვალეობის შემსრულებელს ირჟი პრესლიკს შეხვდა

“დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან და ელჩებთან შეხვედრებს განაგრძობს. ამჯერად, პარტიის ლიდერი ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩის დროებითი მოვალეობის შემსრულებელს ირჟი პრესლიკს შეხვდა.

ნინო ბურჯანაძის განცხადებით, შეხვედრების მთავარი მიზანია ელჩებს დეტალურად მიაწოდოს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების შესახებ ინფორმაცია.

პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბურჯანაძემ ირჟი პრესლიკს “დემოკრატიული მოძრაობის“ სამომავლო გეგმები გააცნო და განუმარტა, რომ მისი გუნდი ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძოლებს, რათა ყველა ის ეკონომიკური და სოციალური პრობლემა მოაგვაროს, რაც დღეს საქართველოს მოქალაქეებს აქვთ. საუბარი ასევე შეეხო ქვეყნის საგარეო მიმართულებასაც.

ნინო ბურჯანაძემ და ირჟი პრესლიკმა ისაუბრეს თუ როგორ შეიძლება ჩეხეთის რესპულიკასთან ურთიერთობის გაღრმავება. შეხვედრისას ნინო ბურჯანაძემ ყურადღება გაამახვილა 2020 წლის არჩევნებზე, არსებულ საარჩევნო სისტემაზე და არჩევნების ჩატარების არაჯანსაღ გარემოებებზე. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ჩეხეთის ელჩის დროებითი მოვალეობის შემსრულებელმა ირჟი პრესლიკმა განაცხადა, რომ ის დიდი ყურადღებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, ხაზი გაუსვა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დემოკრატიის ხარისხის ამაღლება საქართველოში და საარჩევნო გარემოს გაუმჯობესება“, - ნათქვამია “დემოკრატიული მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს