ნათია თურნავა - შეიქმნება სპეციალური ელექტრონული პლატფორმა, სადაც ნებისმიერ მეცნიერ-ეკონომისტსა და  ექსპერტს  შესაძლებლობა ექნება,  შემოგვიერთდეს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, სპეციალური ელექტრონული პლატფორმა შეიქმნება, სადაც ეკონომიკის დარგის სპეციალისტებსა და ექსპერტებს საკუთარი მოსაზრებების გაზიარება-დაფიქსირება შეეძლებათ.

ეს განცხადება ნათია თურნავამ მეცნიერ-ეკონომისტებსა და ეკონომიკურ ექსპერტებთან გამართული შეხვედრის შემდეგ გააკეთა.

მინისტრმა შეხვედრა შეაფასა, როგორც ძალიან პროდუქტიული და აღნიშნა, რომ ეკონომიკის სფეროს სპეციალისტებთან კომუნიკაციას სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს, მათ შორის სპეციალური ელექტრონულ პლატფორმის საშუალებით.

“შევთანხმდით, რომ ეს შეხვედრა ერთადერთი არ იქნება და კიდევ გაგრძელდება, მეტიც - ჩვენ შევქმნით სპეციალურ ელექტრონულ პლატფორმას, სადაც ნებისმიერ ეკონომისტ-მეცნიერს, ექსპერტს შესაძლებლობა ექნება, რომ შემოგვიერთდეს. ერთად ვიმუშაოთ სხვადასხვა დარგობრივ სტრატეგიებზე, მაგალითად, კაპიტალის ბაზრის სტრატეგიასა და სხვა მნიშვნელოვან დოკუმენტებზე და ამ რეჟიმში მოხდეს მოსაზრებების გაზიარება“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ინფორმაციით, პლატფორმის საშუალებით მოხდება სამინისტროს მიერ მომზადებული ყველა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილების გატესტვა.

“ვფიქრობთ, რომ დავეყრდნობით მეცნიერულ აზრს ყველა იმ საკანონმდებლო ცვლილებების გატესტვაში, რომლებიც ჩვენს მიერ იქნება მომზადებული“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა