მარნეულში ძროხების მასობრივ დახოცვამდე, მეპატრონემ პირუტყვი „კრეოლინის“ ხსნარით დაბანა

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში პირუტყვის დაცემის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა დაიწყო. როგორც ,,ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსმა მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა, პირველადი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მეპატრონემ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი „კრეოლინის“ ხსნარით დაბანა, რომელიც ტკიპებისა და მწერების საწინააღმდეგოდ გამოიყენება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლები ვითარებას ადგილზე გაეცნენ და ლაბორატორიული კვლევისთვის პათოლოგიური მასალის ნიმუშები უკვე აიღეს, რის შემდეგაც დადგინდება პირუტყვის დაცემის ზუსტი მიზეზი.

ამასთან, სპეციალისტების განმარტებით, პრეპარატ „კრეოლინის“ ან სხვა მსგავსი პრეპარატის ზედოზირება შესაძლოა გახდეს პირუტყვის დაცემის მიზეზი.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში დაახლოებით 54 სული მსხვილფეხა პირუტყვის ერთდროულად დაცემის ფაქტი დაფიქსირდა. თუმცა იმ ოჯახის ინფორმაციით, რომელთა ფერმაშიც მასობრივად დაეცა პირუტყვი, სულ დახოცილია 130 ძროხა.

მარნეულში ფერმერს 150-მდე ძროხა დაეხოცა

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს