მალხაზ მაჩალიკაშვილი -  ჩატაევი და მისი რაზმი სუს-მა შემოიყვანა, მათ თბილისში ჩამოიტანეს  ის ფული, რომელიც მოიპარეს  სირიაში

ახმედ ჩატაევი და მისი რაზმი სუს-მა შემოიყვანა, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა. მალხაზ მაჩალიკაშვილის თქმით, აღნიშნული ქმედება ფინანსურ ინტერესებს ეხება, კერძოდ კი, სირიაში მოპარულ ფულს, რომელიც მისი თქმით, თბილისსში ჩამოიტანეს.

„ახმედ ჩატაევი და მისი რაზმი, პირდაპირ სუს-ის მიერ არის შემოყვანილი. მათ თბილისში შემოიტანეს ის ფული, რომელიც მოიპარეს სირიაში. იმ ფულს გამოყვა ჩატაევი და იმ ფულის გულისთვის ჩამოიყვანეს ის. დღეს თუ სადმე სიბინძურე არსებობს, ეს არის სუს-ში, იმათ იციან ყველაფერი“, - აღნიშნა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

მალხაზ მაჩალიკაშვილი გადაცემაში კიდევ ერთხელ გამოეხმაურა სუს-ისა და სოსო გოგაშვილის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. როგორც „პალიტრანიუსის“ ეთერში საუბრისას, მალხაზ მაჩალიკაშვილმა აღნიშნა, მას რომ გოგაშვილისა და მისი ოჯახისთვის რაიმეს დაშავება ჰქონოდა განზრახული, ის რუსთაველზე არ იქნებოდა. მალხაზ მაჩალიკაშვილი პირობას დებს, რომ ის კანონიერად აღადგენს სამართლიანობას.

იხილეთ ვიდეო: "ჩატაევი და მისი რაზმი სუს-მა შემოიყვანა, მათ თბილისში ჩამოიტანეს ფული, რომელიც მოიპარეს სირიაში" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა