მამუკა მდინარაძე - ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას გამუდმებით ეწევა, ოპონენტები კი  ნეგატიური პიარით ცდილობენ ეკლესია-მონასტრების მოვლა და რეაბილიტაციაც კი ნეგატივში გადაიტანონ

ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედების სახით 3 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული - იგი პატრონობს ბევრ ისტორიულ, კულტურულ ძეგლებს, ნაგებობებს,- ასე გამოეხმაურა ფრაქცია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, ბიძინა ივანიშვილის მიერ აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოების მონახულებას.

დეპუტატის თქმით, “ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედებას გამუდმებით ეწევა, ოპონენტები კი უსუსური არგუმენტებით და ნეგატიური პიარით ცდილობენ ეკლესია-მონასტრების მოვლა და რეაბილიტაციაც კი ნეგატივში გადაიტანონ“.

“დღეს ბიძინა ივანიშვილი სამცხე-ჯავახეთში იმყოფებოდა, სადაც საერთოდ არჩევნებზე არ არის საუბარი. სამების ტაძრის მოხატვასთან დაკავშირებითაც იყო გამოხტომები, თითქოს ეს საარჩევნო მიზნებისთვის ხდება, რაც აბსოლუტური აბსურდია. ბიძინა ივანიშვილს ქველმოქმედების სახით 3 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული. იგი პატრონობს ბევრ ისტორიულ, კულტურულ ნაგებობებს, ძეგლებს და გამუდმებით ეწევა ამ ქველმოქმედებას. ძალიან მიკვირს როგორ ახერხებენ ჩვენს ქვეყანაში ადამიანები, ასეთი კეთილშობილური საქმის გაკრიტიკებას და აქაც იმის მცდელობას, რომ რაღაცნაირად ესეც ნეგატივში გადაიტანონ. ნეგატივში გადაიტანონ ქველმოქმედება, ეკლესია მონასტრების მოვლა და რეაბილიტაცია. ეს არის აბსოლუტურად უსუსური არგუმენტებისგან შემდგარი ნეგატიური პიარი, რომელსაც რეალობასთან არანაირი შეხება არ აქვს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

დღეს, პოლიტიკური გაერთიანება “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა მეუფე თეოდორესთან ერთად აწყურის ღვთისმშობლის ტაძრის სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერა. როგორც ივანიშვილმა განაცხადა, ძეგლები შეუზღუდავად ფინანსდება, რათა სიძველეები მაქსიმალურად იყოს შენარჩუნებული.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს