დონალდ ტრამპი - ვაშინგტონი თვალყურს ადევნებს ჩრდილოეთ კორეას

ვაშინგტონი თვალყურს ადევნებს ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გაშვებასთან დაკაშირებულ ვითარებას. ფხენიანს მოლაპარაკებები სურს, მაგრამ ამისთვის მზად არ არის. ამის შესახებ ამერიკის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვადევნებთ თვალს. ეს გაცილებით პატარა რაკეტები იყო, გაცილებით ნაკლები სიშორის. ეს არავის უხარია, მაგრამ ჩვენ შევისწავლით და ვნახავთ. ურთიერთობა გრძელდება, მაგრამ დაველოდოთ, რა მოხდება“ - განაცხადა ამერიკის პრეზიდენტმა ჟურნალისტებს თეთრ სახლში.

დონალდ ტრამპის თქმით, ფხენიანს სურს მოლაპარაკებები.

„მათ განხილვა სურთ, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ ისინი მზად არიან განხილვებისთის“ - განაცხადა ტრამპმა.

როგორც ცნობილია, ჩრდილოეთ კორეამ მოკლე რადიუსზე მოქმედი ორი რაკეტა გაუშვა, - ამის შესახებ სამხრეთ კორეის სამხედრო სამსახური იტყობინება.

გავრცელებული ცნობით, რაკეტები ფხენიანის ჩრდილოეთით მდებარე ლოკაციიდან აღმოსავლეთის მიმართულებით გაუშვეს. ერთმა 420 კილომეტრის მანძილი დაფარა, მეორემ კი 270კმ.

ფხენიანმა რამდენიმე მოკლე რადიუსზე მოქმედი რაკეტა გასულ კვირასაც გამოსცადა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა