მალხაზ მაჩალიკაშვილი აცხადებს, რომ ხვალ მოითხოვს მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვას   და თუ ეს შეუძლებელია, იძულებული იქნება სუს-ს მისცეს ჩვენება

ხვალ რომ მივალ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მოვითხოვ, თუ არის შესაძლებელი, დამკითხონ მოსამართლესთან ერთად, - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა. მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, თუ კანონით აღნიშნული მოთხოვნის დაკმაყოფილება შესაძლებელი არ იქნება, იძულებული იქნება ჩვენება სუს-ის თანამშრომლებს მისცეს.

„რომ მივალ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, მოვითხოვ თუ არის შესაძლებელი, დამკითხონ მაგისტრ მოსამართლესთან ერთად. კანონით თუ არ იქნება მისაღები, იძულებული ვარ, ჩემი შვილის მკვლელებმა დამკითხონ, სხვა გზას არ მიტოვებენ“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

იხილეთ ვიდეო: "არ მინდა ჩემი ვაჟის მკვლელებმა დამკითხონ, ეს გაუსაძლისია" - მალხაზ მაჩალიკაშვილი

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო