მალხაზ მაჩალიკაშვილი - 20 დღის წინ კარავში წერილი შემომიგდეს: „ღირსეული რომ  იყო,  შენი შვილის მკვლელს დასჯიდიო“

კარავში წერილი შემომიგდეს: „ღირსეული რომ იყო, შენი შვილის მკვლელს დასჯიდიო“ - სპეცრაზმელის ვინაობა მითხრეს, ამან მოკლა შენი შვილიო“, - ამის შესახებ ‘პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ მალხაზ მაჩალიკაშვილმა განაცხადა. მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებით, აღნიშნული ქმედებით მის პროვოცირებას ცდილობდნენ, რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო განეხორციელებინა. მალხაზ მაჩალიკაშვილის განცხადებითვე, სუს-ი ახლა ცდილობს წარმოაჩინოს, რომ ვითომ გოგაშვილს იცავენ, რადგან გოგაშვილი ალაპარაკდა.

„დილით ადრე ვდგები სალოცავად და ამის შემდეგ ჩაის ვსვამ, დაახლოებით 20 დღის წინ, როცა ჩაის დასალევად გავედი, დავინახე კარავში შემოგდებული „სალფეთქი“, წითელი ტყვია ჰქონდა დახატული და რომ გადავშალე წავიკითხე „როგორც ფიქრობენ თქვენზე, რომ ხართ ღირსეული ადამიანი, ამის ერთი პროცენტიც არ ხართ თქვენ. რომ იყოთ, იარაღს აიღებდით ხელში და თქვენი შვილის მკვლელებს დასჯიდით“ - ეს იყო ნაწილი იმ ჩანაწერების, რომელიც გამოაქვეყნეს. პირველივე დღიდან ყოველთვის ცდილობდნენ ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანას, პროვოკაციაზე წამოგებას, რომ ვიღაცასთან მივსულიყავი. იგივე იმ სპეცრაზმელის სახელი რომ გამომიგზავნეს, ეს არის შენი შვილის მკვლელიო. ამასწინ გოგაშვილის ცოლი ალაპარაკდა, ჩემი ქმარი კი არა, ესა და ეს პიროვნებაა დამნაშავეო. ამათ ახლა დაიწყეს ერთმანეთზე გადაბრალება და მგონი გოგაშვილმაც დაიწყო ალაპარაკება და ამიტომ დაიწყო სუს-მა ეს ყველაფერი, რომ ვითომ გოგაშვილის დაცვა დაიწყო“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო