გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება

გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების გამო, 10 მაისს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „თელასიდან“ აცნოებს.

მთაწმინდის რაიონში გეგმურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: რუსთაველის გამზირის (ნაწილობრივ), ჭანტურიას და ათონელის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ოქროყანის დასახლების და ორთაჭალის ქუჩის მცხოვრებლებს.

ვაკის რაიონში 11 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.

საბურთალოს რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ანა პოლიტკოვსკაიას, ქავთარაძის და ზურაბ ანჯაფარიძის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

11 საათიდან 15 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ტაშკენტის, მიცკევიჩის და ბაგრატიონის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

სამგორის რაიონში 10 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვარკეთილი-3 X კვარტლის, შუამთის და კალოუბნის (ნაწილობრივ) ქუჩების მცხოვრებლებს.

12 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ლილოს დასახლების, სადგური ლილოს, მეკოკიშვილის (ნაწილობრივ) და იუმაშევის ქუჩების მცხოვრებლებს.

გლდანის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II, III, IV მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვეკუას (ნაწილობრივ) და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

14 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის „ა“ მიკრორაიონის, ხიზამბარელის, ვეკუას და ხიზანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონში 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზღვისუბნის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის, თემქის დასახლების III მიკრორაიონის II კვარტლის (ნაწილობრივ), რომელაშვილის, ურიდიას, ქებურიას, ძმობის, სტურუას, მახალდიანის, კიკნაძის, მიქატაძის და ჩხიკვაძის ქუჩების მცხოვრებლებს.

ისნის რაიონში 10:30 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა შეეხება: წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), შორაპნის, აწყურის, ლეხ კაჩინსკის, კოშკოვანის, ძევერის, შირაქის, დოესის, ავლიპ ზურაბაშვილის, გარე კახეთის, ცუცხვათის და ზინდისის ქუჩების მცხოვრებლებს.

ჩუღურეთის რაიონში 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სამრეკლოს, ურიცკის, გუმბრის, ტირიფონის, ბუხაიძის, კუმისის, თვალჭრელიძის, ანთელავას, თოიძის, ჩაისუბნის და გედევანიშვილის ქუჩების მცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა