დეზინფორმაციის გამავრცელებელი რუსული „ბოტები“ სავარაუდოდ, 241 მილიონ ევროპელს შეეხო

დეზინფორმაციის გამავრცელებელი რუსული „ბოტები“, სავარაუდოდ, 241 მილიონ ევროპელს შეეხო, რაც ევროკავშირის მოსახლეობის თითქმის ნახევარია. ამის შესახებ საუბარია ახალ ანგარიშში, რომლის ფარგლებშიც სოციალური მედიის 3,5 მილიონი პოსტი გააანალიზეს. დეზინფორმაცია დაახლოებით 6 700 რუსული „ბოტის“ და ადამიანის მიერ ვრცელდებოდა, მათ შორის ევროპელი პოლიტიკოსების შესახებ.

ანგარიში მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც დეზინფორმაციების გავრცელების გამო, „ფეისბუქმა“ რუსული 21 „ფეისბუქ“-გვერდის და „ინსტაგრამ“-გვერდის გათიშვის შესახებ განაცხადა. მათ შორის სამიზნეები ავსტრია, ბალტიისპირეთის ქვეყნები, გერმანია, ესპანეთი, უკრაინა და დიდი ბრიტანეთი იყვნენ.

ასევე გათიშეს 97 რუსული ანგარიში, რომელიც დეზინფორმაციას უკრაინის შესახებ ავრცელებდა.

იხილეთ ვიდეო: დეზინფორმაციის გამავრცელებელმა რუსულმა ბოტებმა შესაძლოა 241 მილიონ ევროპელამდე მიაღწია

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა