აშშ-მა 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე ტარიფი 10-დან 25%-მდე გაზარდა

აშშ-მა 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე ტარიფი 10-დან 25%-მდე გაზარდა.

ჩინეთში აცხადებენ, რომ აღნიშნულ გადაწყვეტილებას შესაბამის პასუხს გასცემენ და საჭირო ზომებს მიიღებენ.

შეგახსენებთ, მხარეები ბოლო წუთამდე ცდილობდნენ მოლაპარაკებების წარმოებას და შეთახმების მიღწევას სავაჭრო ურთიერთობების შესახებ, თუმცა, ეს პროცესი უშედეგოდ დასრულდა.

„ვიმედოვნებდით, რომ ამერიკული და ჩინური მხარე ერთად იმუშავებდა და არსებულ პრობლემებს თანამშრომლობისა და კონსულტაციების საშუალებით გადაჭრიდა“, - აღნიშნულია ჩინეთის ფინანსთა სამინისტროს განცხადებაში.

ჩინეთი და აშშ მოლაპარაკებების წარმოებას გასული წლის დეკემბრის შემდეგ ცდილობდნენ. ტრამპის თქმით, ვაშინგტონის გადაწყვეტილების მიზეზი ორ ქვეყანას შორის სავაჭრო დისბალანსი იყო. ასევე, აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, ჩინეთის ინტელექტუალური საკუთრების კანონი ამერიკულ კომპანიებს აფერხებს. ოფიციალურ პეკინში კი აცხადებენ, რომ ტრამპის გადაწყვეტილების მიზანს ჩინეთის ეკონომიკური ზრდის შეფერხება წარმოადგენს, ვინაიდან აშშ ცალკეულ დასავლურ ქვეყანასთან ერთად მსოფლიოში ჩინეთის გავლენების ზრდის გამო წუხს.

იხილეთ ვიდეო: აშშ-მა 200 მილიარდი დოლარის ღირებულების ჩინურ პროდუქციაზე ტარიფი 10-დან 25%-მდე გაზარდა

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა