ანრი ოხანაშვილი - ნინო გვენეტაძის გამოცდილება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს წაადგება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის მოსაზრებით, ოპოზიციის განცხადებები, რომ ნინო გვენეტაძემ თსუ-ს პრორექტორის თანამდებობა დუმილის სანაცვლოდ მიიღო, სპეკულაციაა.

როგორც ოხანაშვილმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, გვენეტაძის აღნიშნულ პოზიციაზე დანიშვნას მიესალმება.

„ნინო გვენეტაძის ამ პოზიციას მივესალმები. ქალბატონი ნინო აქტიურად იყო ჩართული წლების განმავლობაში აკადემიურ საქმიანობაში. მე მას ვიცნობ, პირველ რიგში, როგორც პროფესორს და შესაბამისად, მისთვის უცხო არ უნდა იყოს აკადემიური საქმიანობა. ამიტომ ეს ალბათ სპეკულაციაა და სხვა არაფერი ოპოზიციური პარტიების მხრიდან. მე მას წარმატებას ვუსურვებ ამ საქმიანობაში და დარწმუნებული ვარ, მისი გამოცდილება, როგორც პროფესიული, ასევე აკადემიური, წაადგება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კონკრეტულ მიმართულებებს",- განაცხადა ოხანაშვილმა.

შეგახსენებთ, უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე თსუ-ს პრორექტორად დაინიშნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო