მამუკა ბახტაძე - წელს სასწავლო ვიზით 10 გამარჯვებული პედაგოგი გაემგზავრება ესტონეთში და განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს გაეცნობა

წელს სასწავლო ვიზით 10 გამარჯვებული პედაგოგი ესტონეთში გაემგზავრება და ესტონური განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს გაეცნობა, - ამის შესხებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში სემინარზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მამუკა ბახტაძის თქმით, მიმდინარე რეფორმებით და ეროვნული იდეით სახელმწიფო შეძლებს, რომ განათლების სფეროში წლების განმავლობაში არსებული პრობლემები გამოსწორდეს. პრემიერ-მინისტრის თქმით, ის ქვეყნის წარმატებას მხოლოდ განათლებაში ხედავს.

„მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ამ პროექტის ინიციატორებს, ვინაიდან სწორედ განათლებაში ვხედავ ჩვენს წარმატებას. როდსაც ვსაუბრობთ საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწარაფებებზე, მე ყოველთვის ვამბობდი და ახლაც მინდა გავიმეორო, რომ ჩვენი არჩევანი არ გახლავთ მხოლოდ პოლიტიკური არჩევანი, ეს არის ცივილიზაციური არჩევანი, რომელიც ეფუძნება ჩვენს ფასეულობებს. ჩვენ ერს აქვს შეტანილი თავისი წვლილი ევროპული კულტურისა და ცივილიზაციის ფორმირებაში და სწორედ ამიტომ არის ეს ცივილიზაციური არჩევანი. პროექტი „მასწავლებელი ევროპისკენ“ სწორედ ამის საუკეთესო საშუალებაა. ამ პროექტის წყალობით თბილისისა და საქართველოს რეგიონის მასწავლებლებს ეძლევათ საშუალება მიიღონ სრულფასოვანი ინფორმაცია ევროკავშირის, ევროპული ღირებულებების, ჩვენი ისტორიული კავშირის და საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესის სარგებლის შესახებ. პროექტი „მასწავლებელი-მეგზური ევროპისკენ“ მიმდინარეობს ევროპის დღეების ფარგლებში და ვფიქრობ, რომ ესეც ძალიან ნათელი გზავნილია ყველასთვის“,-აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, მისასალმებელია, რომ პროექტის ფარგლებში მასწავლებლები და პედაგოგები არაფორმალური განათლების კუთხით გეგმავენ და ახორციელებენ ისეთ პროექტებს, რომელიც ევროპული ღირებულებების პოპულარიზაციას უწყობს ხელს.

„პროექტი უკვე მეექვსე წელია, რაც წარმატებით მიმდინარეობს და წელს სასწავლო ვიზით კიდევ 10 გამარჯვებული პედაგოგი გაემგზავრება ესტონეთში და ესტონური განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს გაეცნობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ყველა თქვენგანმა იცის, რომ ამ პროექტის ერთ -ერთი გამარჯვებული ლადო აფხაზავა ესტონეთიდან დაბრუნების შემდეგ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელიც გახდა. ეს პროექტი იქნება თითოეული თქვენთაგანისთვის შესაძლებლობა, რომ თქვენი შესაძლებლობების და პოტენციალის თვითრეალიზაცია მოახდინოთ. ამასთან ერთად იქნება ახალი და საინტერესო გამოწვევა და დარწმუნებული ვარ, რომ ამ შესაძლბელობას თქვენ გამოიყენებთ წარმატებით“, -მიმართა პედაგოგებს პრემიერ-მინისტრმა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა