11 მაისს „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება

11 მაისს, 14:00 საათზე, საქართველოს თეატრის, მუსიკის, კინოსა და ქორეოგრაფიის სახელმწიფო მუზეუმში „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსის“ დაჯილდოების ცერემონია გაიმართება.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ფოსტიდან“ აცნობეს, კონკურსში სამი გამარჯვებული გამოვლინდება.

მათივე ინფორმაციით, „წერილის წერის საერთაშორისო კონკურსი“ "საქართველოს ფოსტის" ეგიდით წელს მეექვსედ გაიმართა. კონკურსის მიზანია წერილის წერის ტრადიციის აღდგენა/დამკვიდრება და წერილობითი ურთიერთობის პოპულარიზაცია ახალგაზრდა თაობაში, ასევე თანამედროვე ტექნოლოგიების პირობებში წერილობითი ურთიერთობების შენარჩუნება.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს