სურსათის სააგენტო - მარნეულში დახოცილი პირუტყვი დაიმარხა და ხორცის სარეალიზაციო ბაზარზე მოხვედრა გამორიცხულია

მარნეულის მუნიციპალიტეტში დახოცილი მსხვილფეხა პირუტყვი სურსათის ეროვნული სააგენტოს ზედამხედველობით, ვეტერინარული წესების დაცვით დაიმარხა, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სურსათის სააგენტოდან აცნობეს.

შესაბამისად, სააგენტოში გამორიცხავენ აღნიშნული ხორცის სარეალიზაციო ბაზარზე მოხვედრას.

მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში პირუტყვის დაცემის ფაქტზე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ მოკვლევა გუშინვე დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სურსათის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის რეგიონული სამსახურის უფროსმა მირანგულა ლიპარტელიანმა განუცხადა, პირველადი შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ მეპატრონემ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი „კრეოლინის“ ხსნარით დაბანა, რომელიც ტკიპებისა და მწერების საწინააღმდეგოდ გამოიყენება.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ყიზილაჯლოში დაახლოებით 54 სული მსხვილფეხა პირუტყვის ერთდროულად დაცემის ფაქტი დაფიქსირდა. თუმცა იმ ოჯახის ინფორმაციით, რომელთა ფერმაშიც მასობრივად დაეცა პირუტყვი, სულ დახოცილია 130 ძროხა.

იხილეთ ვიდეო: სურსათის სააგენტო - მარნეულში დახოცილი პირუტყვი დაიმარხა და ხორცის სარეალიზაციო ბაზარზე მოხვედრა გამორიცხულია

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა