დავით ზალკალიანი - ევროპაში თავისუფალი გადაადგილების სხვადასხვა არაკეთილსინდისიერი გზის გამოყენება რომ არ მოხდეს, საზოგადოებას სწორი გზავნილი უნდა გაეგზავნოს

ყველაფერს ვაკეთებთ, რომ ევროპასთან თავისუფალი გადაადგილების სხვადასხვა არაკეთილსინდისიერი გზით გამოყენება არ მოხდეს, საზოგადოებას სწორი გზავნილი გაეგზავნოს, პედაგოგების როლი კი ამ მიმართულებით განსაკუთრებულია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში განაცხადა.

სასახლეში სემინარი „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ გაიხსნა, რომელზეც ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მინისტრმა მიმართა.

„ეს სემინარი უკვე მეექვსე წელია, მიმდინარეობს და ის ფაქტი, რომ დღეს ასეთი გაფართოებული შემადგენლობით ვიკრიბებით, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სემინარი უაღრესად წარმატებული და მნიშვნელოვანია და მას ხელშესახები შედეგები მოაქვს. სათაური - „მასწავლებელი - მეგზური ევროპისკენ“ ნათელი დასტურია, რომ ჩვენი ქვეყნის ძირითადი სტრატეგიული მიზანი, რაც საქართველოს კონსტიტუციაში, პარლამენტის შესაბამის რეზოლუციაში და მთავრობის პროგრამაშია ასახული და რომელიც პრემიერმა პარლამენტის წინაშე წარადგინა, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში სრულფასოვანი ინტეგრაციაა და მთელი საზოგადოება ამ მიზნის გარშემოა კონსოლიდირებული. ვფიქრობ, ჩვენს პედაგოგები, ჩვენი განათლების სფეროს წარმომადგენლებს, მნიშვნელოვანი წვლილი შეგაქვთ საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარი სტრატეგიული მიზნის, ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის მიღწევაში. ევროპასთან თავისუფალ გადაადგილებას შედეგად მოაქვს ხალხთა შორის ურთიერთობა, მობილურობა, განათლების სფეროში სტუდენტების ურთიერთგაცვლა და ბიზნესის დაახლოება. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ არ მოხდეს ამ მნიშვნელოვანი მიღწევის სხვადასხვა არაკეთილსინდისიერი გზით გამოყენება და თითოეული ჩვენგანის ძალისხმევა გასაერთიანებელია, რათა საზოგადოებას სწორი გზავნილი გაეგზავნოს. მასწავლებლების, პედაგოგების როლი ამ მიმართულებით განსაკუთრებულია. დიდი იმედი მაქვს, თქვენს ურთიერთობაში მოსწავლეებთან, საზოგადოებასთან და კოლეგებთან, ეს ერთ-ერთი მთავარი, პრიორიტეტული მიმართულება იქნება“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ამას გარდა, მინისტრმა ისაუბრა საქართველოს მიერ ევროპული ინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატებების შესახებ.

„სიმბოლურია, რომ ეს სემინარი ემთხვევა საქართველოსთვის ორ მნიშვნელოვან თარიღს: წელს სრულდება ხუთი წელი ასოცირების შეთანხმების ხელმოწერიდან და ათი წელი საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში გაწევრიანების შემდეგ. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მნიშვნელოვანი შედეგები გვაქვს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. საქართველო ლიდერი ქვეყანაა აღმოსავლეთ პარტნიორ წევრ ქვეყნებს შორის და ეს ის შეფასებაა, რომელსაც ხშირად ვისმენთ ევროპელი პარტნიორების მხრიდან და რაც ასახულია ევროკავშირისა და ევროპული აღმოსავლეთ პარტნიორობის სხვადასხვა დეკლარაციაში და გადაწყვეტილებაში. საგანგებოდ საქართველოსთვის ევროკავშირის მხრიდან ინიცირებულია უპრეცედენტო ფორმატები, მათ შორის, უმაღლესი დონის დიალოგი, რომელიც 26 ნოემბერს ჩატარდა. ეს უნიკალური შესაძლებლობა იყო, რომ საქართველოს მთავრობას, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობითა და მინისტრთა კაბინეტის წევრების მონაწილეობით, ჰქონოდა შესაძლებლობა, ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროკომისიის პრეზიდენტთან და კომისრებთან სამომავლო პროექტებზე ესაუბრა, აქ მნიშვნელოვანი ადგილი დაეთმო განათლებას. ასევე, ჩვენი ამბიციური გეგმა, რაც ასახულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ინიცირებულ პროექტში, „საგზაო რუკა ევროპისკენ“, ითვალისწი­­­­ნებს ქვეყნის ფუნქციონალურ მომზადებას ევროკავშირში გაწევრიანებისთვის. ამის რეალიზაცია უკვე ხდება, რისი დასტურიცაა საქართველოს განათლების ხარისხის ევროპულ ცენტრში გაერთიანება, საქართველოს დიპლომების აღიარება. გადავდგამთ ნაბიჯებს იმისკენ, რომ საქართველო ყველა მიმართულებით აქტიურად იყოს წარმოდგენილი ევროკავშირის ყველა პროგრამასა და სააგენტოში, რაც თანდათანობით გვაახლოებს საბოლოო მიზანთან“, - აღნიშნა დავით ზალკალიანმა.

იხილეთ ვიდეო: დავით ზალკალიანი - ევროპაში გამგზავრებასთან დაკავშირებით საზოგადოებას სწორი გზავნილი უნდა გაეგზავნოს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს