ეკა ბესელიამ პარლამენტში საინიციატივო ჯგუფის მომზადებული კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაარეგისტრირა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ არჩევის გაუქმებას ეხება

დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ პარლამენტის კანცელარიაში საინიციატივო ჯგუფის მიერ მომზადებული კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაარეგისტრირა, რომელიც მოსამართლეთა უვადოდ არჩევის გაუქმებას ეხება.

საკონსტიტუციო ცვლილებების განსახორციელებლად, საინიციატივო ჯგუფი 200 000 ხელმოწერის შეგროვებას გეგმავს. ეკა ბესელიას თქმით, მოსამართლეთა უვადო არჩევის წესი უნდა შეიცვალოს ვადიანით და ეს უნდა შეეხოს უკვე არჩეულ მოსამართლეებსაც.

საინიციატიცო ჯგუფი სულ 10 ადამინისგან შედგება, მათ შორის არიან პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატები და აგრეთვე, საკრებულოს დეპუტატი ვატო შაქარიშვილი.

ბესელიას თქმით, ხელმოწერების შეგროვება დაიწყება მაშინვე, როგორც კი საპროცედურო საკითხთა კომიტეტისგან შესაბამის ბლანკებს მიიღებენ.

„დეპუტატების საინიციატივო ჯგუფის სახელით ვაინიცირებთ და ვიწყებთ კონსტიტუციაში ცვლილების პროექტს, რათა მოსამართლეთა უვადოდ არჩევის წესი უნდა შეიცვალოს ვადიანი არჩევით. ამას სჭირდება კონსტიტუციური ცვლილება და რადგან 76 დეპუტატი დღეს არ არის მზად ამ პროექტის ინიცირებისთვის, გვჭირდება 200 000 ჩვენი თანამოქალაქის ხელმოწერა. თქვენ იცით, რომ მორატორიუმის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო უმრავლესობამ და მაშინ თქვეს, რომ კონსტიტუციაში ცვლილების გარეშე ეს ვერ მოხდებოდა. ამიტომ ახლა ჩვენ მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციური ცვლილების პროცესი უნდა დავიწყოთ. ახლა ეს განცხადება პროცედურას გაივლის, დაველოდებით ოფიციალურ სარეგისტრაციო დოკუმენტებს და ოთხი თვის განმავლობაში ჩვენ შევაგროვებთ 200 000 ხელმოწერას, რომლითაც უვადოდ არჩევის წესი უნდა შეიცვალოს და უვადოდ უკვე არჩეულ მოსამართლეებსაც უნდა შეეხოს. ეს არის მოთხოვნა, რომელიც ვფიქრობ, საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილის განწყობას ეხმიანება. მე დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე შევაგროვებთ ამ ხელმოწერებს. ამ კონსტიტუციური ცვლილების გარეშე ჩვენ ვერ გადავჭრით იმ ძალიან მტკივნეულ პრობლემას, რომელიც ახლა უკავშირდება მოსამართლეთა უვადოდ არჩევის ძალიან საზიანო პროცესს. ვიდრე გარანტიები არ შეიქმნება, რომ ქვეყანა მზად არის მოსამართლეთა უვადოდ არჩევისთვის, მანამდე ჩვენ კონსტიტუციური ჩანაწერი უვადოდ არჩევის თაობაზე უნდა შევცვალოთ ვადიანით და ეს უნდა შეეხოს უკვე არჩეულ მოსამართლეებსაც. როცა მზად იქნება ქვეყანა ამისთვის, შემდეგ დავუბრუნდეთ ამ საკითხს,"- განაცხადა ეკა ბესელიამ.

იხილეთ ვიდეო

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს