დავით მათიკაშვილი „გირჩის“ მიერ პროსტიტუციის ლეგალიზების მოთხოვნაზე - ამ საკითხის ლეგალურად დაწესება, ჩემი აზრით, არაკონსტიტუციურია და ამ საკითხზე მსჯელობა არც შემდგარა

პარლამენტის უმრავლესობის წევრის, დავით მათიკაშვილის აზრით, პროსტიტუციის ლეგალიზება არაკონსტიტუციურია.

როგორც მათიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კონსტიტუცია აღიარებს ოჯახს, აღიარებს სხვა ღირებულებებს და პროსტიტუციის ლეგალურად დაწესება კონსტიტუციასთან შეუსაბამოა.

„გირჩი" ცნობილია ექსტრავაგანტული შემოთავაზებებით. ჩვენ ამ საკითხზე ცხადია, არ გვიმსჯელია. ჩემი აზრით, ეს არის კონსტიტუციასთან შეუსაბამო მაშინ, როდესაც კონსტიტუცია აღიარებს ოჯახს, აღიარებს სხვა ღირებულებებს. ამ საკითხის ლეგალურად დაწესება პირადად ჩემი აზრით, არაკონსტიტუციურია და მსჯელობა ამ საკითხზე არც შემდგარა",- განაცხადა მათიკაშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა