31-ე ბატალიონმა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) დაიწყო

III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) ოფიციალურად ჩაერთო. მეოთხე როტაციის გახსნის ცერემონიალს ვაზიანში, საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC) სამწყობრო მოედანზე თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-ლეიტენანტი ვლადიმერ ჩაჩიბაია და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს თავდაცვის სამინისტროდან აცნოებს, თავდაცვის მინისტრმა პირად შემადგენლობას სწავლების დაწყება მიულოცა. ლევან იზორიამ ნატოში ინტეგრაციის გზაზე საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში წევრობა არის საქართველოს დაცულობის და თავისუფლების გარანტი.

მათივე ინფორმაციით, III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი GDRP-ის ფარგლებში მომზადებას 13 კვირის განმავლობაში გაივლის და წვრთნას 2 აგვისტოს დაასრულებს. ბატალიონის მომზადებაზე პასუხისმგებელი საბრძოლო მომზადების ცენტრის (CTC-Combat Training Center) ინსტრუქტორები და აშშ-ის ევროპის სარდლობის I ქვეითი დივიზიის ინსტრუქტორთა ჯგუფი „ყორანი“ იქნება.

„31-ე ბატალიონი GDRP-ის ფარგლებში წვრთნებს ასეულის და ბატალიონის დონეზე რეალურ საბრძოლო პირობებთან მაქსიმალურად მიახლოებულ გარემოში, ძირითადად ვაზიანის და ნორიოს საწვრთნელ რაიონებში, დღისა და ღამის პირობებში გაივლის. სწავლება ოთხ ფაზად დაიყოფა, სადაც ყურადღება თავდაცვით და შეტევით ოპერაციებს, ასევე წვრთნების მენეჯმენტსა და საბრძოლო სროლებს დაეთმობა.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამაში (GDRP) უშუალოდ ჩართვამდე 31-ე ბატალიონმა წინამოსამზადებელი 6-თვიანი სწავლება სენაკსა და ნორიოში ინდივიდუალურ, ათეულისა და ოცეულის დონეზე გაიარა“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო: თავდაცვის მინისტრმა III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონს სწავლების დაწყება მიულოცა

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა