გიორგი მშვენიერაძე სუს-ის მასალაზე - მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, როგორც ამ ჩანაწერის ავთენტურობა, ასევე მასში მონაწილე სუბიექტების იდენტიფიცირება დადასტურებული იყოს

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ წევრის გიორგი მშვენიერაძის თქმით, მნიშვნელოვანია, დადასტურდეს სუს-ის მიერ გამოქვეყნებული ფარული აუდიოჩანაწერის ავთენტურობა, სადაც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის შესაძლო დანაშაულზეა საუბარი.

როგორც მშვენიერაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ხელისუფლების და წინა ხელისუფლების პირობებში არაერთხელ მოგვისმენია ასეთი ჩანაწერები, რომლებიც მერე აღმოჩნდა, რომ ან დაჭრილი იყო, ან შეკოწიწებული და შექმნილი იყო ხელოვნურად, ან საერთოდაც ავთენტურობა მომავალში არ დადასტურებულა.

„სამწუხაროდ, ამ საქმესთან დაკავშირებით არის ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა. როგორც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან მიმართებაში, ასევე ამ საქმესთან მიმართებაში საზოგადოებს აქვს ძალიან ბევრი კითხვა და ჩვენ ვიღებთ პასუხებს ეპიზოდურად იმას, რაც სახელმწიფოს სურს რომ საზოგადოებამ იცოდეს. ამიტომ ვიდრე საქმეზე არ გვექნება მეტ-ნაკლებად სრულყოფილი წვდომა, ვიდრე მის ადვოკატსაც არ ექნება ამის საშუალება, რომ გავეცნოთ საქმის მასალებს, მანამდე ძალიან ძნელია კომენტარის და შეფასების გაკეთება. თავად ვახა მაჩალიკაშვილი უარყოფს ამ ჩანაწერის ავთენტურობას, ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ მან ასე განაცხადა. ამიტომ მნიშვნელოვანია, ჩვენ დადასტრებულად ვიცოდეთ როგორც ამ ჩანაწერის ავთენტურობა, ასევე მასში მონაწილე სუბიექტების იდენტიფიცირება დადასტურებული იყოს. რადგანაც ჩვენ ამ ხელისუფლების და წინა ხელისუფლების პირობებში არაერთხელ მოგვისმენია ასეთი ჩანაწერები, რომლებიც მერე აღმოჩნდა, რომ ან დაჭრილი იყო, ან შეკოწიწებული და შექმნილი იყო ხელოვნურად, ან საერთოდაც ავთენტურობა მომავალში არ დადასტურებულა. ამიტომ შეფასებების გაკეთება - იკვეთება, არ იკვეთება ბრალეულობა, არის სანდო თუ არასანდო, ცოტა რთულია",- განაცხადა მშვენიერაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა