გრიგოლ გეგელია - შესაძლოა, მიზეზი, რის გამოც სოლოლაკის გვირაბი არ იხსნება, ივანიშვილის კერძო ინტერესებს ემსახურებოდეს

მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელი კანდიდატის გრიგოლ გეგელიას საინიციატივო ჯგუფი სოლოლაკისა და ბოტანიკური ბაღის დამაკავშირებელი გვირაბის გახსნის მოთხოვნით, დღეს თბილისის მერიაში პეტიციის შეტანას გეგმავს.

როგორც საინიციატივო ჯგუფის წევრმა ირაკლი კუპრაძემ "ინტერპრესნიუსთან" განაცხადა, ამ ეტაპზე პეტიციას 1668 ხელმოწერა აქვს.

მისივე თქმით, პეტიციაშია აღნიშნულია, რომ გვირაბის გახსნა, ადგილობრივებს ბოტანიკურ ბაღში მოხვედრის მარტივ შესაძლებლობას მისცემს.

როგორც სოლოლაკის გვირაბთან გამართულ ბრიფინგზე მთაწმინდის მაჟორიტარობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა, მნიშვნელოვანია, რომ კერძო მფლობელებისთვის მისაკუთრებული საჯარო სივრცე მოქალაქეებს დაუბრუნდეთ.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ქართველ ხალხს დაუბრუნდეს თავისი საჯარო სივრცე, სოლოლაკელები ათწლეულების განმავლობაში, გვირაბის გამოყენებით უკავშირდებოდნენ ბოტანიკურ ბაღს ძალიან მარტივად. დღეს მათ უწევთ წრეზე სიარული, რაც ძალიან რთულია მათთვის", - აღნიშნა გეგელიამ.

მისივე თქმით, აღნიშნული გვირაბი თავდაცვის სამინისტროს ბალანსზეა.

„რეალურად, რატომ არის ეს გვირაბი დახურული, ამაზე პასუხი არ არსებობს. ეს გვირაბი იმყოფება თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე, მაგრამ აქვე ვიტყვი, რომ ამ გვირაბის დახურვას არანაირი კავშირი ეროვნულ უშიშროებასთან არ გააჩნია. ეროვნულ უშიშროებასთან სრულ შესაბამისობაშია ამ გვირაბის გახსნა", - განაცხადა გეგელიამ.

მისივე თქმით, სოლოლაკის გვირაბის დახურვა, შესაძლოა ბიძინა ივანიშვილის ბიზნეს ინტერესებს ემსახურებოდეს.

„ეს გვირაბი დაიხურა 2009 წელს, მაგრამ მაშინაც აქ იკვეთებოდა სააკაშვილის ახლო მეგობრის, ბიძინა ივანიშვილის ინტერესები და დღეს კიდევ უფრო იკვეთება მისი ინტერესი. როცა კერძო კაპიტალზე ვსაუბრობთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ქვეყნის უმსხვილესი კერძო კაპიტალისტი ცხოვრობს ამ გორაკის გადაღმა, ამ გორაკის თავზე და ამ გვირაბის მეორე მხარე გადის იმ მიწებზე, რომელიც მას აინტერესებს. შესაძლოა, რომ მიზეზი, რატომაც არ იხსნება ეს გვირაბი, ბიძინა ივანიშვილის კერძო ინტერესებს ემსახურებოდეს", - განაცხადა გეგელიამ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს