დავით ბაქრაძე - სადამსჯელო ღონისძიებებით ვერ შევაჩერებთ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ხვალინდელი დღის პერსპექტივის განცდა და ამისთვის მიდიან ევროპაში

კარგად უნდა გვესმოდეს, რა არის უვიზო მიმოსვლის დარღვევის მიზეზი - საქართველოდან ადამიანები გაჭირვებას მიჰყავს, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს" ლიდერმა დავით ბაქრაძემ საფრანგეთის შს მინისტრის იმ განცხადებაზე კომენტირებისას განაცხადა, რომელიც უვიზო მიმოსვლასა და თავშესაფრის მთხოვნელთა ზრდას ეხება.

მისი თქმით, საქართველომ უნდა გაითვალისწინოს და პატივი სცეს პარტნიორების მოსაზრებებს, ვინაიდან უვიზო მიმოსვლა არის ძალიან სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი საქართველოს ევროპული მომავლისკენ, მაგრამ, ასევე კარგად უნდა გვესმოდეს, რა არის ამ დარღვევების მიზეზი.

„ადამიანები საქართველოდან მიჰყავს გაჭირვებას, უმუშევრობას, გაძვირებულ ცხოვრებასა და სიღარიბეს, ეს ყველაფერი დღევანდელი ხელისუფლების მოქმედების, გაჩერებული ეკონომიკისა და უკან წასული ქვეყნის შედეგია. ამიტომ, პრინციპულად არასწორია და პრობლემას ვერ გამოასწორებს, თუ ჩვენ ხელისუფლების პრობლემას ხალხზე გადავტეხავთ და ერთადერთ გამოსავლად მივიჩნევთ მოქალაქეების მიმართ მეტი სადამსჯელო ღონისძიებების შემოღებას. სადამსჯელო ღონისძიებებით ვერ შევაჩერებთ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ ხვალინდელი დღის პერსპექტივის განცდა საქართველოში და ამისთვის მიდიან ევროპაში”, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, გამოსავალი ქვეყნის ეკონომიკური განვითარებაა.

„გამოსავალი საბოლოო ჯამში არის საქართველოს განვითარება. რაც უფრო წინ წავა ქვეყანა, მით უფრო ნაკლები ადამიანი დატოვებს საკუთარ ოჯახს გაჭირვების გამო. ამიტომ პარტნიორებთან უნდა ვიმუშაოთ, მათი პოზიცია უნდა გავითვალისწინოთ. მათ შორის თუ რამე აუცილებელია,უნდა გავამკაცროთ და დავაზუსტოთ, მაგრამ ყველაფრის თავი და თავი უნდა იყოს ის, რომ თუ საქართველოში ეკონომიკა არ განვითარდება, თუ ადამიანებს არ გაუჩნდებათ განცდა, რომ ამ ქვეყანას მომავალი აქვს და მათი ოჯახი საქართველოში ხვალ უკეთესად იცხოვრებს, ამ განცდის გარეშე მიგრაციის შეჩერება უბრალოდ წარმოუდგენელი იქნება“, - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო