მთავრობას ცივი იარაღის შეძენაზე რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებული კანონპროექტი წარედგინა

მთავრობას ცივი იარაღის შეძენაზე რეგულაციების გამკაცრებასთან დაკავშირებული კანონპროექტი წარედგინა.

როგორც პრემიერმა მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, შსს-ს მიერ მომზადებული კანონპროექტით, საშუალება გვეძლევა „ძალიან ბევრი რისკი დავაზღვიოთ“.

„ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა იხილება მთავრობის სხდომაზე. ეს იყო არგუმენტირებული მოთხოვნა სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან. ყველა ვთანხმდებით, რომ საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მართლწესრიგის დაცვა თითოეული ჩვენგანის პრიორიტეტია და ბუნებრივია, ყველაფერს ვაკეთებთ ამისთვის. გვაქვს რიგი ღონისძიებები. ამავე დროს ჩვენ ვაკეთებთ ამას ისე, რომ დაცული იყოს დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი პრინციპი, როგორიცაა ადამიანის უფლება და თავისუფლება. ვსაუბრობ, ცივი იარაღის რეგულაციის გამკაცრებაზე. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია. შსს-მ საკმაოდ დეტალურად მოამზადა აღნიშნული ინიციატივა. აქ საუბარია არამხოლოდ დანაშაულზე რეაქციის გამკაცრებაზე, არამედ პრევენციაზე, ცივი იარაღის უკონტროლო ბრუნვის აღკვეთაზე. ჩვენ მაქსიმალურად დავეყრდენით ევროპული ქვეყნების გამოცდილებას. საქართველოში დღეს არსებული რეგულაციით ცივი იარაღით ვაჭრობა შეუძლია ნებისმიერ პირს, ნებისმიერ ადგილას, მათ შორის სკოლების მიმდებარე ტერიტორიებზე და ეს ხდება. ჩვენი რეგულაცია ითვალისწინებს ახალი რეგულაციების დანერგვას, რომელიც დარწმუნებული ვარ, საშუალებას მოგვცემს, რომ ჩვენ ძალიან ბევრი რისკი დავაზღვიოთ, რომელიც უკავშირდება ზოგადად, ცივი იარაღის უკანონო ბრუნვას“,- განაცხადა ბახტაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა