ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის და სახალხო დამცველის ოფისის გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის და სახალხო დამცველის ოფისის ორდღიანი, გასვლითი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე განიხილეს სახალხო დამცველის ყოველწლიური ანგარიშით გათვალისწინებული თემები და მოისმინეს ადრესატი სახელმწიფო უწყებების პოზიციები.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, განსახილველ საკითხთა შორის იყო ბავშვთა, შშმ პირთა და ქალთა უფლებები, არასათანადო მოპყრობა, მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობა, საკუთრების უფლება და შრომითი უფლებები, ჯანსაღი გარემოთი სარგებლობის უფლება და სხვა.

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის თქმით, სახალხო დამცველთან და სხვადასხვა ჩართულ უწყებებთან შეხვედრა, ადამიანის უფლებების უფრო მეტად დაცვას შეუწყობს ხელს.

„ვფიქრობთ, რომ სამუშაო შეხვედრები სახალხო დამცველთან და სხვადასხვა ჩართულ უწყებებთან ერთად, არის ძალიან ნაყოფიერი ფორმატი იმისათვის, რომ სახალხო დამცველის მეტი რეკომენდაციის გაზიარება და შესრულება მოხდეს. ეს კი, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს ადამიანის უფლებების უფრო მეტად დაცვას საქართველოში. ასეთი შეხვედრა წელს პირველად მოეწყო და ვფიქრობ, მომავალ წლებშიც გაგრძელდება“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრა განხორციელდა სახალხო დამცველის ოფისის ორგანიზებით, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, აღმოსავლეთ­ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის „კანონის უზე­ნაესობის მხარდაჭერა საქართველოში”(PROLOG) მიერ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა