„დანერგე მომავალის“ პროგრამაში ცვლილებები იგეგმება - მეწარმის მაქსიმალური დაფინანსების ოდენობა იზრდება

„დანერგე მომავალის“ პროგრამაში მასშტაბური ცვლილებები იგეგმება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, ერთ ბენეფიციარზე მაქსიმალური დაფინანსების ოდენობა 100 ათას ლარიდან 250 ათას ლარამდე იზრდება.

„მივიღეთ გადაწყვეტილება და დღეს ძალიან საინტერესო ინიციატივაზე იქნება მსჯელობა მთავრობის სხდომაზე. კონკრეტულად, გვაქვს მასშტაბური ცვლილებები პროგრამაში „დანერგე მომავალი“. მინდა ყველას შეგახსენოთ, რომ რამდენიმე წლის წინ, ჯერ კიდევ დეფიციტი სოფლის მეურნეობის პროდუქტით ვაჭრობაში 900 მილიონი იყო და დღეს ჩვენ შევძელით და ეს ჩამოვიყვანეთ 300 მილიონზე. ჩვენი გაცხადებული პრიორიტეტია ის, რომ სოფლის მეურნეობაში აუცილებლად გავზრდით წარმადობას. არაერთხელ მომისმენია სრულიად არაარგუმენტირებული პასუხები, რომ ჩვენს მიერ ინვესტირებული თანხები სოფლის მეურნეობაში ვითომ შედეგს არ იძლევა, ბუნებრივია, ეს არ შეესაბამება სიმართლეს“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრმა კონკრეტული ციფრები მოიყვანა და აღნიშნა, რომ გასულ წელს ჩვენმა ექსპორტმა სოფლის მეურნეობის დარგში მილიარდს გადააჭარბა, რაც არის ძალიან დიდი წარმატება.

„იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დეფიციტი 300 მილიონით, ჩვენ გვჭირდება მეტი ეფექტური პროგრამა. აქედან გამომდინარე, „დანერგე მომავლის“ პროგრამაში შეგვაქვს ცვლილებები. ამის მიზანია, რომ იმპორტი ჩავანაცვლოთ ქართული პროდუქციით, გავზარდოთ ექსპორტი, მოვახდინოთ გადამამუშავებელი მრეწველობის ნედლეულით უზრუნველყოფა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, სოფლად მცხოვრები ჩვენი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა გავაუმჯობესოთ. თანამედროვე ტიპის მეტ ფართობზე ბაღების გაშენების მიზნით, ჩვენ მასტიმულირებელი ფაქტორები შემოგვაქვს. კონკრეტულად, ვზრდით ერთ ბენეფიციარზე მაქსიმალური დაფინანსების ოდენობას. დღეს არსებობს 100 ათას ლარიანი ზღვარი და ჩვენ ამ ზღვარს ვზრდით 250 ათას ლარამდე, რომელიც მეწარმეს ბევრი მიმართულებით შეუძლია გამოიყენოს, როგორიც არის მრავალწლიანი კულტურების ნერგების შეძენა, წვეთოვანი და თანამედროვე სარწყავი სისტემების განვითარება და ბევრი სხვა. ამასთან ერთად, სანერგე კომპონენტის ნაწილში ნაცვლად 50%-იანი თანადაფინანსებისა, ჩვენ შევძლებთ და ჯამური ღირებულების 70 პროცენტს დავაფინანსებთ, როდესაც პროექტებზე ვისაუბრებთ, რომელთა რაოდენობა არ აღემატება 500 ათას ლარს“, - განაცხადა ბახტაძემ.

ვიქტორ ყიფიანი - შავი ზღვის რეგიონისადმი დასავლეთის მიდგომა ოპერატიულად გადახედვასა და მისადაგებას საჭიროებს
ქართული პრესის მიმოხილვა 03.07.2020
კახა კუკავა - „თავისუფალი საქართველოს“ გარდა, მთელი პოლიტიკური სპექტრი დაშლილებში აწყობილი პარტიებია - ზოგი „ქოცების“ დაშლილებია, ზოგი „ნაცების“
ყაზახეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში - ყაზახეთის მიღწევა: პირველი პრეზიდენტის ნ. ნაზარბაევის როლზე (R)
თიბისი იპოთეკური სესხების სუბსიდირების სახელმწიფო პროგრამაში ერთვება
როგორ ვლინდება ლაქტოზის აუტანლობა და რით შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ცხოველური რძე ბავშვთა კვებაში?
მაკა ასათიანი განცხადებას ავრცელებს
„მზადება ზაფხულისთვის“  (R)
"პროკრედიტ ბანკმა" საკუთარი მზის ელექტროსადგური წარადგინა