ნინო გვენეტაძე - ეს პერიოდი ჩემს გამოჯანმრთელებას დავუთმე და ახლა მივიღე გადაწყვეტილება, დავბრუნებოდი ჩემ საყვარელ საქმიანობას

ჩემი დიდი სურვილია, რომ გამეგრძელებინა მუშაობა საგანმანათლებლო, აკადემიური ხაზით, - ამის შესახებ უზენაესი სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ განაცხადა, რომელიც თსუ-ს პრორექტორად დაინიშნა.

მისი თქმით, უნივერსიტეტის წარმომადგენლობასთან და რექტორთან შეხვედრებმა მიაღებინა ეს გადაწყვეტილება, რომ თავის "საყვარელ და საპასუხისმგებლო საქმიანობას დაბრუნებოდა".

"მოგეხსენებათ, 2018 წლის აგვისტოს თვიდან დავტოვე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოზიცია ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო. მთელი ეს პერიოდი სარეაბილიტაციო პროცესს დავუთმე - ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ჩემი დიდი სურვილია, რომ გამეგრძელებინა მუშაობა საგანმანათლებლო, აკადემიური ხაზით და ბუნებრივია, შეხვედრებმა უნივერსიტეტთან, რექტორთან, მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება, რომ შევძლებდი დავბრუნებოდი ჩემ ძალიან საყვარელ და საპასუხისმგებლო საქმიანობას, სფეროს და რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, გადაწყდა ჩემი რექტორის მოადგილის პოზიციაზე გამწესების საკითხი, რომელიც სასწავლო პროცესს გაუწევს მეთვალყურეობას", - განაცხადა გვენეტაძემ.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, ნინო გვენეტაძე თსუ-ს პრორექტორად რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო