„საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი და ქვემო ქართლის რწმუნებული გამგებლებს შეხვდნენ

ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაციაში შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ოთარ შამუგია და ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი რეგიონის მუნიციპალიტეტების გამგებლებს შეხვდნენ.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე განიხილეს ქვემო ქართლის სარწყავ სისტემებზე არსებული ვითარება; მხარეებმა ერთმანეთს წყალმომხმარებლების საჭიროებებთან დაკავშირებული ინფორმაცია გაუზიარეს, მოისმინეს რეკომენდაციები ადგილობრივი მუნიციპალიტეტების მხრიდან, რათა მოსახლეობისთვის პრიორიტეტული საკითხები სამელიორაციო პროექტების დაგეგმვისას მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.

მათივე ინფრომაციით, მხარეებმა ისაუბრეს მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომლებსაც საქართველოს მელიორაცია რეგიონში უახლოეს პერიოდში გეგმავს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო