ადვოკატებმა როენა ხუცურაულის მიმართ 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენეს

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებული, სასტუმრო „მამიდას“ მფლობელის, როენა ხუცურაულის ადვოკატებმა მის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენეს.

ადვოკატების განცხადებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფი გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს.

პროკურატურა დაკავებულების მიმართ მკაცრი აღკვეთის ღონისძიების გამოყენებას ითხოვს, ვინაიდან ბრალის დადასტურების შემთხვევაში, დაკავებულებს 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ, შესაბამისად, მათ სასჯელს შესაძლოა, თავი აარიდონ.

„დაკავების განჩინება 18 აპრილს გაიცა, თუმცა, მისი დაკავება 20 დღის შემდეგ მოხდა. ის გამოძიებას არ მიმალვია, კანონით მინიჭებული უფლება გამოიყენა, ვაპირებთ, თანამშრომლობას გამოძიებასთან, ჩემი დაცვის ქევშ მყოფი ჩვენების მიცემას აპირებს. თუმცა, მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა გუშინ და საქმეში მითითებულია, რომ დუმილის უფლებას იყენებს", - განაცხადა ხუცურაულის უფლებადამცველმა.

დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით წარედგინათ, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია: სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, 1960 წელს დაბადებული რ. ხ. -მეტსახელად „მამიდა“, ამავე სასტუმროს მოიჯარე, 1972 წელს დაბადებული ზ. ქ. - მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, 1976 წელს დაბადებული ნ. დ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები, თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ. გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის მარტში, აღნიშნული ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავა. კერძოდ, სასტუმრო „მამიდას“ ადმინისტრატორი, 1981 წელს დაბადებული მ. დ., სასტუმრო „მზის“ მფლობელი და ადმინისტრატორი, 1951 წელს დაბადებული გ. ა. - მეტსახელად „ფისო“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო