დავით ბაქრაძე - გიორგი ქობულია პარლამენტში უნდა მოვიდეს არა პირად თემებზე საჭორაოდ, არამედ საკუთარი განცხადების განმარტებისთვის

დღეს ღიად მოვისმინეთ, რომ პარლამენტის კომიტეტის მუშაობას აზრი და უფლებამოსილება აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ამ სხდომაზე "ქართული ოცნების" წევრები არიან უმრავლესობაში,- ამის შესახებ "ევროპული საქართველოს"ლიდერმა დავით ბარქაძემ ჟურნალისტებს დარგობრივი ეკონომიკის სხდომის გადადებასთან დაკავშირებით განუცხადა. მისი თქმით, კომიტეტის თავმჯდომარემ არამხოლოდ დაარღვია რეგლამენტი, არამედ გამოხატა თავისი დამოკიდებულება ოპოზიციისა და საწინააღმდეგო აზრის მიმართ.

"დღეს ღიად მოვისმინეთ, რომ კომიტეტის მუშაობას აზრი და უფლებამოსილება აქვს მხოლოდ მაშინ, თუ ამ სხდომაზე "ქართული ოცნების" წევრები არიან უმრავლესობაში, ხოლო როდესაც "ქართული ოცნების" წევრები არ მობრძანდებიან კომიტეტზე, მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე სასაუბროდ, როგორიც არის ქართული ეკონომიკის მდგომარეობა, ესე იგი კომიტეტის მუშაობას აზრი არ აქვს. ეს არის პირდაპირ არა მხოლოდ რეგლამენტის დარღვევა, ეს არის დამოკიდებულების გამოხატვა ოპოზიციის მიმართ, განსხვავებული აზრის მიმართ და ეს არის დამოკიდებულების გამოხატვა ჩვენი საზოგადოების პრობლემების მიმართ. გიორგი ქობულია პარლამენტში უნდა მობრძანდეს არა პირად თემებზე საჭორაოდ, არამედ იმ განცხადების განმარტებისთვის, სადაც მან თქვა, რომ მას ხელს უშლიდნენ ეკონომიკის განვითარებაში. ეკონომიკა, გაჭირვება და სიღარიბე დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემაა, ამიტომ ჩვენ აუცილებლად უნდა მოვისმინოთ ბატონი ქობულიას პოზიცია, ვინ უშლიდა ხელს მას პრობლემების მოგვარებაში,"- განაცხადა ბაქრაძემ.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ოპოზიციონერი და დამოუკიდებელი დეპუტატები გიორგი ქობულიას საკომიტეტო მოსმენის საკითხის კენჭისყრაზე დაყენებას ითხოვდნენ, რასაც თავმჯდომარე რომან კაკულია არ დაეთანხმა და კომიტეტის სხდომა გადადო.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა