დავით გარეჯთან საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია შეიქმნა, რომელიც პირველ სხდომას მომავალ კვირაში გამართავს

დავით გარეჯთან, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხთთან დაკავშირებით შექმნილ კომისიას, რომელიც მთავრობის სხდომაზე დღეს დამტკიცდა, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია უხელმძღვანელებს. ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პროსკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, კომისიის პირველი სხდომა მომავალ კვირაში სამშაბათს ან ოთხშაბათს გაიმართება.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, დღეს საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა კომისია, რომელსაც უხელმძღვანელებს ჩემი მოადგილე ლაშა დარსალია. კომისიის შემადგენლობა განახლდა და დაკომპლექტებულია სხვადასხვა უწყების წარმომადგენლებით. მიღწეულია შეთანხმება ჩვენს აზერბაიჯანელ პარტნიორებთან, რომ მომავალ კვირაში, სამშაბათს ან ოთხშაბათს გაიმართება კომისიის პირველი სხდომა. იდგმება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქეთკენ, რომ ჩვენ მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხზე ვისაუბროთ. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვართ სტრატეგიული პარტნიორები და ეს არის სენსიტიური საკითხი. აქედან გამომდინარე, აუცილებელია, ყოველგვარი ემოციები გვერდზე გადავდოთ და კომისიას მიეცეს შესაძლებლობა ნორმალურ ვითარებაში, ისე, როგორც ჩვენს პარტნიორობას შეეფერება განაგრძოს მუშაობა და მიღწეულ იქნას ორივე მხარისთვის მისაღები შედეგები“, - განაცხადა ზალკალიანმა.

იხილეთ ვიდეო: დავით გარეჯთან დაკავშირებით კომისია შეიქმნა, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე უხელმძღვანელებს

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო