მაჩალიკაშვილების ოჯახის ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვის დაწყებამდე სუს-ისგან მტკიცებულებების გაცნობას მოითხოვს. ამის შესახებ მარიამ კუბლაშვილმა ჟურნალისტებს სუს-ის შენობაში შესვლამდე განუცხადა.
როგორც მან აღნიშნა, კადრების არსებობის თაობაზე, რომელზეც დაფიქსირებულია მაჩალიკაშვილის ძმის შვილი მაჩხაანის სასაფლაოზე, მხოლოდ ჭორები მოისმინა.
„მაქვს არაოფიციალური ინფორმაციები, რომელსაც ვისმენ მედიის საშუალებით და გავრცელებული ჭორები, რომელზეც კომენტარს ვერ გავაკეთებ. მე შევდივარ სუს-ში და ვიდრე ჩვენ კითხვებს პასუხებს გავცემთ, მოვითხოვთ მტკიცებულებებს და შევაფასებთ მათ. შესამოწმებელია ამ მტკიცებულებების ავთენტურობა, წარმომავლობა, მისი უწყეტობა. თუნდაც ჩანაწერზე უნდა შემოწმდეს უწყეტობა, რამდენად ავთენტურია, რამდენად სწორი და კვალიფიციური თარგმანია“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.