სოფიო ქაცარავა - საფრანგეთში საელჩოს შესყიდვასთან დაკავშირებით, საუბარი და მუშაობა დაწყებულია

საფრანგეთში საელჩოს შესყიდვასთან დაკავშირებით, საუბარი და მუშაობა დაწყებულია, - ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ განაცხადა.

მისივე თქმით, აღნიშნული საკითხი ფინანსებზე და რესურსებზეა დამოკიდებული.

„საუბარი და მუშაობა არის დაწყებული საფრანგეთში საელჩოს შესყიდვასთან დაკავშირებით, თუმცა ეს რა თქმა უნდა, დამოკიდებული იქნება სახსრებისა და რესურსების არსებობაზე. როგორც ფინანსთა მინისტრის მოადგილისგან მოვისმინეთ, მუშაობა ამ მიმართულებით დაწყებულია. ვფიქრობ, ძალიან კარგი იქნება, რომ საფრანგეთშიც გვქონდეს საკუთარი საელჩო და არა მხოლოდ საფრანგეთში",- განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა