საქსტატის ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა, გოგიტა თოდრაძემ უწყების ახალი ვებ-გვერდის პრეზენტაცია გამართა. საქსტატის ინფორმაციით, განახლებული ვებ-გვერდი ხელმისაწვდომი და გამჭვირვალე იქნება როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მომხმარებლებისთვის. მისი მეშვეობით, საქსტატში მიმდინარე მოვლენებზე საზოგადოება და სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლები განახლებულ და მრავალფეროვან ინფორმაციას მიიღებენ.

„გაუმჯობესებული და თანამედროვე დიზაინი, მომხმარებელზე ორიენტირებული ფორმატი, გაუმჯობესებული საძიებო სისტემა, მონაცემთა გავრცელების ალტერნატიული საშუალებები (ვიდეო რგოლები, GiF ანიმაციები), ონლაინ გადახდების სისტემა და სხვა. ეს ის სიახლეებია, რომელსაც საქსტატის ახალი ვებ - გვერდი მომხმარებლებს სთავაზობს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის გოგიტა თოდრაძის განცხადებით, ახალი ვებ-გვერდი სტატისტიკური ინფორმაციის მომხმარებლებს კიდევ უფრო გაუადვილებს მათთვის საჭირო და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოძიებას. მისი თქმით, ახალი ვებ-გვერდის ერთ-ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ ერთი თემის ირგვლივ ყველაფერი ერთ სივრცეშია გაერთიანებული. სტატისტიკურ ცხრილებთან ერთად თავმოყრილია ინფორმაცია აღნიშნული მაჩვენებლების გაანგარიშების მეთოდოლოგიის, მეტამონაცემების, კითხვარების შესახებ, იმავე სივრცეში მომხმარებელს საშუალება ეძლევა იხილოს თემატური პრესრელიზები, ვიდეო რგოლები, ინფოგრაფიკები და სხვა.

ახალი ვებ-გვერდი სისტემატიურად განახლდება და მას სხვადასხვა სახის მნიშვნელოვანი ინფორმაციები დაემატება.

სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“ გამართულ ღონისძიებას მთავრობის, არასამთავრობო, საერთაშორისო ორგანიზაციების და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს