ბექა დავითულიანი - თბილისის მერია მუნიციპალური ტრანსპორტის მკაცრი შემოწმების მომხრეა

თბილისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბექა დავითულიანი ტექნიკური ინსპექტირების ცენტრის თანამშრომელთა დაკავების შესახებ ოპოზიციის ბრალდებებს გამოეხმაურა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის საკრებულოდან აცნობეს.

ბექა დავითულიანის თქმით, უმცირესობის განცხადება კორუფციულ გარიგებასთან დაკავშირებით აბსურდია და მერია მუნიციპალური ტრანსპორტის მკაცრი შემოწმების მომხრეა.

„მუნიციპალური ტრანსპორტის ტექნიკური დათვალიერების პროცესში დედაქალაქის მერია არ ერევა. ამ პროცესს, დამოუკიდებლად, კერძო კომპანიები ახორციელებენ. ჩვენთვის უცნობია, კომპანიამ უპირატესობის მოპოვების, კონკურენციის თუ რა მოტივით გააკეთა მსგავსი დაშვებები. ასეთი მიდგომა კატეგორიულად მიუღებელია, რადგან თბილისის მუნიციპალიტეტი გარემოს დაცვისთვის და დედაქალაქში ავტოპარკის განახლებისთვის აქტიურად მუშაობს. ჩვენ ევრო 6-ის სტანდარტის ახალი ავტობუსები შემოვიყვანეთ. მკაცრად კონტროლდება მუნიციპალური ტრანსპორტი, ყოველ დილით მარშრუტზე გასვლის წინ მათი ტექნიკური შემოწმება ხდება. პირიქით ჩვენ ვითხოვთ, რომ მუნიციპალური ტრანსპორტი მაქსიმალურად მკაცრად შემოწმდეს, რადგან ჩვენთვის მოსახლეობის უსაფრთხოება მთავარია“, - განაცხადა დავითულიანმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო