საქართველოს დელეგაციები აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის საიუბილეო მინისტერიალში და ასტანის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას

საქართველოს დელეგაციები მომავალ კვირას აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის საიუბილეო მინისტერიალში და ასტანის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებენ მონაწილეობას. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, ორივე დელეგაციას საქართველოს პრემიერ-მინისტრი უხელმძღვანელებს.

„13-14 მაისს, ბრიუსელში იმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლის საიუბილეო მინისტერიალი და კონფერენცია, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით. ეს არის მნიშვნელოვანი ღონისძიება იქედან გამომდინარე, რომ აღნიშნავს 10 წლის იუბილეს და ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი შესაძლებლობა, ევროპელ პარტნიორებთან ვისაუბროთ იმ პროგრესზე, რაც საქართველოს აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის კუთხით. საქართველოს ლიდერობა აღიარებულია ჩვენი პარტნიორების მხრიდან და ბუნებრივია, მაქსიმალურად გამოვიყენებთ როგორც კონფერენციას, ასევე მინისტერიალს ჩვენ მომავალზე და იმ მომავალ პერსპექტივაზე სასაუბროდ, რომელიც ჩვენ მნიშვნელოვნად დაგვეხმარება ამ პროცესების კიდევ უფრო ეფექტიანად გამოყენებაში. ბუნებრივია, ვისაუბრებთ იმ მიზნებზე, რაც არის დაკავშირებული საქართველოს კიდევ უფრო ჩართულობასთან სექტორული კუთხით, ასევე ევროკავშირის პროგრამებში და სააგენტოებში, გარდა ამისა, ყველა იმ ახალ ფორმატზე, რომელიც საქართველოს გააჩნია ევროკავშირთან, უსაფრთხო დიალოგი, ასევე უმაღლესი დონის ფორმატი. რა თქმა უნდა, ვისაუბრებთ იმ ერთობლივ საქმიანობაზე, რაც ევროკავშირთან გვაქვს.

გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრი მომავალ კვირას გაემგზავრება ყაზახეთში, სადაც მას ექნება უმაღლესი დონის შეხვედრები, ქვეყნის პრეზიდენტთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პრემიერ-მინისტრთან და მიიღებს მონაწილეობას ასტანის ეკონომიკურ ფორუმში. ცენტრალური აზიის მიმართულება ასევე ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავება ყაზახეთთან და მთლიანად ცენტრალურ აზიასთან არის საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებში და ბუნებრივია, ეს ვიზიტიც ორმხრივი ურთიერთობების ფორმატში იქნება უაღრესდ მნიშვნელოვანი“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს