გიორგი გახარია - იარაღის ბრუნვის შესახებ რეგულაციების გამკაცრების მიზანია, რომ არასრულწლოვნებს და ნასამართლევებს შევუზღუდოთ მასზე წვდომა

იარაღის ბრუნვის შესახებ რეგულაციების გამკაცრების მიზანია, რომ არასრულწლოვნებს და ნასამართლევებს შევუზღუდოთ მასზე წვდომა, - ამის შესახებ შს მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, ცივი იარაღის შეძენის საკითხზე კანონპროექტს მთავრობამ მხარი დაუჭირა და ახლა პარლამენტის ჯერია.

„დღეს ჩვენ მთავრობას წარვუდგინეთ კანონპროექტი იარაღის ბრუნვის შესახებ. ძირითადი არსი გახლავთ ის, რომ მკაცრდება ცივი იარაღის როგორც იმპორტი, ასევე გაყიდვა და მკაცრდება ტარებასთან დაკავშირებული ადმინისტრცაიული სასჯელიც. ჩვენი მიზანი გახლავთ ის, რომ ამ რეგულაციებით შევუზღუდოთ წვდომა პირველ რიგში არალრულწლოვნებს და ნასამართლევებს. ეს საკანონმდებლო ცვლილებები გადაიგზავნება პარლამენტში და დიდი იმედი გვაქვს, რომ ის შევა ძალაში. ძირითადი მიზანი არის ის, რომ პირველ რიგში, არასრულწლოვნებისთვის და ნასამართლევებისთვის წვდომა ცივ იარაღზე იყოს შეზღუდული. ამას აქვს ძალიან სერიოზული პრევენციული ძალა“,- განაცხადა გახარიამ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს