პროკურორის განცხადებით, როენა ხუცურაულისთვის გირაოს შეფარდების შუამდგომლობა მისი აღიარების და დანაშაულის მონანიების გამო დააყენეს

პროსტიტუციის ხელშეწყობისა და პროსტიტუციისთვის ფართის გადაცემის ბრალდებით დაკავებული როენა ხუცურაულისა და სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძის ბრალდების სისხლის სამართლის პროკურორის, შმაგი გობეჯიშვილის განცხადებით, დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების საფუძველი მათ მიერ დანაშაულის აღიარება და მონანიება გახდა.

აღნიშნულის შესახებ გობეჯიშვილმა პროცესის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

"იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულებმა ბრალად წარდგენილი ქმედებები აღიარეს და მოინანიეს აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედება, ასევე მზაობა გამოხატეს გამოძიებასთან თანამშრომლობის, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული, მათ მიმართ გამოყენებულიყო გირაო.

გარდა ამისა, ყველა ის ობიექტი, სადაც ხდებოდა დანაშაულებრივი ქმედება, დალუქულია, შესაბამისად, ვეღარ განხორციელდება ახალი დანაშაულებრივი ქმედება.

ეს პირები დანაშაულებრივ ქმედებას აღიარებენ, თავს დამნაშავედ სცნობენ, შესაბამისად, რაზე უნდა მოახდინონ ზემოქმედება?, - განაცხადა გობეჯიშვილმა.

რაც შეეხება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, პროკურორს ამასთან დაკავშირებით საუბარი ნაადრევად მიაჩნია, ვინაიდან საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს.

როენა ხუცურაულსა და მასთან ერთად დაკავებულ კიდევ ერთ პირს, სასტუმროს მეიჯარე ზინაიდა ქორიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეეფარდათ.

როენა ხუცურაულს 30 000-ლარიანი, ზინაიდა ქორიძეს კი 20 000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებას შეფარდებული გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებენ.

დაკავებულებს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლით წარედგინათ, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ დაკავებულია: სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი, 1960 წელს დაბადებული რ. ხ. -მეტსახელად „მამიდა“, ამავე სასტუმროს მოიჯარე, 1972 წელს დაბადებული ზ. ქ. - მეტსახელად „სალომე“ და სასტუმრო „გოლდის“ მფლობელი, 1976 წელს დაბადებული ნ. დ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 2-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ დაკავებულები, თავიანთ კუთვნილ სასტუმროებში ფართს, პროსტიტუციის ხელშეწყობის მიზნით, სისტემატურად აქირავებდნენ. გამოძიება მიმდინარეობს პროსტიტუციის ხელშეწყობის და წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ სასტუმროს ნომრების პროსტიტუციისთვის გადაცემის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 254-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ასევე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის მარტში, აღნიშნული ბრალდებით, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ორი პირი დააკავა. კერძოდ, სასტუმრო „მამიდას“ ადმინისტრატორი, 1981 წელს დაბადებული მ. დ., სასტუმრო „მზის“ მფლობელი და ადმინისტრატორი, 1951 წელს დაბადებული გ. ა. - მეტსახელად „ფისო“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა