ndtv.com - ინდოეთის გამანადგურებლებმა სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან დელიში მიფრინავდა, ჯაიპურის აეროპორტში იძულებით დასვეს

ინდოეთის სამხედრო საჰაერო ძალების გამანადგურებლებმა საქართველოს სატვირთო თვითმფრინავს AN-12, რომელიც თბილისიდან დელის მიმართულებით ყარაჩის გავლით მიფრინავდა, საჰაერო სივრცის დარღვევისთვის ჯაიპურის აეროპორტში დაჯდომა აიძულეს. ამის შესახებ მედიასაშუალება ndtv.com იუწყება.

მისი ინფორმაციით, თვითმფრინავმა დაგეგმილი ფრენის ტრაექტორიიდან გადაუხვია და 15:15 საათზე ინდოეთის საჰაერო სივრცეში შევიდა გუჯარათის ჩრდილოეთით, დაუგეგმავი პუნქტიდან.

სააგენტო ANI წყაროზე დაყრდნობით იუწყება, რომ სატვირთო თვითმფრინავმა ინდოეთის საჰაერო სივრცეში შეაღწია მნიშვნელოვანი ავიაბაზის რანე-კუთჩედან 70 კილომეტრში. აღნიშნული ავიაბაზა წარმოადგენს დახურულ სივრცეს სამოქალაქო პირებისთის.

„თვითმფრინავი არ მიჰყვებოდა საჰაერო მოძრაობის ავტორიზებულ მარშრუტს და არ პასუხობდა ინდოეთის მაკონტროლებელი ორგანოების რადიოკავშირს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

მედიასაშუალების წყაროს ინფორმაციით, ამ დროისთვის მფრინავების დაკითხვა მიმდინარეობს. მისივე ინფორმაციით, სატვირთო თვითმფრინავი დაქირავებული ჰყავს უკრაინულ ძრავების მწარმოებელ კომპანია MotorSich-ს. ასევე იგეგმება თვითმფრინავში არსებული ტვირთის შემოწმება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა