აკაკი ზოიძე - სანდრა რულოვსი და „ნაციონალური მოძრაობა“ დებატებს გაექცა, სანაცვლოდ შემოგვთავაზეს სპექტაკლი

პარლამენტის ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ სანდრა რულოვსს და „ნაციონალურ მოძრაობას“ არაფერი აქვს საპასუხო „ქართული ოცნების“ კანდიდატისთვის.

,,ისინი დებატებს გაექცნენ, შემოგვთავაზეს იმ ტიპის სპექტაკლი, რაც სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისთვის იყო დამახასიათებელი. გეგა შენგელიამ სანდრა რულოვსს აპრობირებული სატელევიზიო დებატები შესთავაზა ისე, როგორც ეს ყველა ნორმალურ ქვეყანაში ხდება. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ამომრჩევლისთვის და დემოკრატიისთვის სასარგებლო იქნება საქმეზე ორიენტირებული დებატები. შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვთავაზობთ, ცივილიზებულ ფორმატს - სატელევიზიო დებატებს, როგორც ეს ყველა განვითარებულ ქვეყანაში ხდება. შესაბამისად, თუკი პატიოსანი თამაშის წესების არ ეშინიათ, იმედს ვიტოვებთ, რომ დათანხმდებიან ამ შემოთავაზებას”, - აცხადებს ზოიძე.

ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს