სამოქალაქო ავიაციის სააგენტო - სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან დელიში მიფრინავდა და ჯაიპურის აეროპორტში იძულებით დასვეს, უკრაინულია

სატვირთო თვითმფრინავი, რომელიც თბილისიდან დელიში მიფრინავდა და ჯაიპურის აეროპორტში იძულებით დასვეს, უკრაინულია. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში განუცხადეს.

ამასთან, სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში აცხადებენ, რომ AN-12 ტიპის თვითმფრინავი არც ერთ ქართულ კომპანიას არ ეკუთვნის და არ ირიცხება საქართველოს საჰაერო ხომალდების სახელმწიფო რეესტრში. მათი ცნობით, საჰაერო ხომალდი ეკუთვნის უკრაინულ სატვირთო ავიაკომპანია „მოტორსიჩს“, რომელმაც თბილისის აეროპორტში ტექნიკური დაშვება განახორციელა და მერე გაფრინდა დელიში.

მედიასაშუალება ndtv.com-ის ინფორმაციით, ინდოეთის გამანადგურებლებმა სატვირთო თვითმფრინავს AN-12, რომელიც თბილისიდან დელის მიმართულებით ყარაჩის გავლით მიფრინავდა, საჰაერო სივრცის დარღვევისთვის ჯაიპურის აეროპორტში დაჯდომა აიძულეს. ინდური მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში AN-12 საქართველოს სატვირთო თვითმფრინავად არის მოხსენიებული.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - ახლა უმთავრესი გამოწვევა დიალოგის განახლებაა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ვშიშობ, რომ ადგილზე გვექნება გართულებული ვითარება
ლევან ნატროშვილი - მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო კოდექსში ბევრი დადებითი ცვლილება განხორციელდა, ისინი ბოლომდე ვერ პასუხობს  ეუთო/ოდირის რეკომენდაციებს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.07.2020
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე - მოვუწოდებ ყველა ქართველს, იმოგზაურონ ჩვენს რეგიონში, მათთვის ბევრი საინტერესო პროდუქტი გვაქვს
ვანო ჩხარტიშვილი - მამუკა ხაზარაძე დღეს მომავლის საშვის აღებას წარსულის გადაწერით ცდილობს
ძუძუს კიბო და ადრეული დიაგნოსტირების როლი მის მკურნალობაში
„თბილღვინო“ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში შეჭირვებულ ოჯახებს ეხმარება
საუკეთესო სავალუტო კურსი ტერაბანკისგან
საქართველოში სერვისი ბინა გაქირავების გარანტიით შემოვიდა - მესაკუთრეები დაზღვევის სახით ბინის ღირებულების 5%-ს მიიღებენ
„ვისოლი“ Smart Pay ფორმატის ავტოგასამართი სადგურების ქსელს ავითარებს
Apple Pay ხალიკ ბანკი საქართველოს მომხმარებლებისთვის