ნაზი ჯანეზაშვილი - ახლა არის შანსი, კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება დავუპირისპიროთ ჩინჩალაძის კლანის ზრახვებს

მე ვფიქრობ, რომ ახლა არის შანსი, კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება დავუპირისპიროთ ჩინჩალაძის კლანის ზრახვებს, -ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებაშია ნათქვამი, რომლითაც ის იურისტებს მიმართავს.

„მივმართავ იურისტებს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის 20 ვაკანსიაზე განცხადებების მიღება იწყება ხვალიდან და გაგრძელდება 31 მაისის ჩათვლით. მე ვფიქრობ, რომ ახლა არის შანსი, კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება დავუპირისპიროთ ჩინჩალაძის კლანის ზრახვებს. ამას ვერ მოვახერხებთ, გამოცდილი და ღირსეული იურისტების მონაწილეობის გარეშე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატურების შესარჩევ პროცესში. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ამ კონკურსში მონაწილეობა უნდა მიიღონ კომპეტენტურმა იურისტებმა სხვადასხვა სფეროდან და ამ გზით შეიქმნას რეალური კონკურენტული გარემო. მესმის, რომ ასეთი კლანური ძალაუფლებით მართულ სისტემაში ძნელია გქონდეს წარმატების მინიმალური იმედიც კი, ან საბჭოს ყველა წევრის მხრიდან სამართლიანი დამოკიდებულების მოლოდინი, მაგრამ მე ვფიქრობ რომ პროცესში მონაწილეობა მნიშვნელივანია, რათა ყველამ დაინახოს დიდი განსხვავება ჩინჩალაძის კლანსა და თანამედროვედ მოაზროვნე, გამოცდილ იურისტებს შორის.

მე მჯერა, რომ ამ ქვეყანაში არის იმდენი კვალიფიციური და ღირსეული იურისტი, რომ შესაძლებელია, 20 ვაკანსიის პირობებში, უზენაესი სასამართლოს სრულად დაკომპლექტებაც კი. ამიტომ, გთხოვთ, მიიღეთ მონაწილეობა პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცესში და გაუწიეთ კონკურენცია ჩინჩალაძის კლანს!“, - ნათქვამია ნაზი ჯანეზაშვილის მიმართვაში.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა