წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშში საქართველოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზეც არის საუბარი

წამების, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის პრევენციის ევროპული კომიტეტის საქართველოს შესახებ ანგარიშში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებულ მდგომარეობაზეც არის საუბარი.

„მიუხედავად იმისა, რომ სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დელეგაციას არანაირი ბრალდება პაციენტების არასათანადო ფიზიკური მოპყრობის შესახებ არ მოუსმენია, იყო რამდენიმე სერიოზული არასათანადო მოპყრობის ფაქტი, მათ შორის პაციენტების ჯოხებით ცემა ბოლო პერიოდში, თუმცა, თანამშრომლები, რომლებიც ამაში მონაწილეობდნენ, აღარ იყვნენ დაწესებულებაში დასაქმებული. საავადმყოფოს ამჟამინდელი მენეჯმენტის მიერ იმის გაანალიზება, რომ პრევენცია მოახდინონ მსგავსი ფაქტების მომავალში დადებითად შეფასდა“, - აღნიშნულია ანგარიშში.

დოკუმენტის თანახმად, ქუტირის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში დელეგაციამ მოისმინა მხოლოდ ერთი ბრალდება არასათანადო ფიზიკური მოპყრობის შესახებ. განსხვავებით ამისგან, არაერთი ბრალდება გაისმა მამაკაცი პაციენტების მიმართ არასათანადო ფიზიკური მოპყრობის შესახებ ხელვაჩაურის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

„რაც შეეხება პაციენტებს შორის ძალადობის ფაქტებს, აღნიშნული პრობლემა სურამის ფსიქიატიურლ დაწესებულებაში არ დაფიქსირებულა, თუმცა, ხელვაჩაურის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში და ქუტირის ფსიქიატრიული დაწესებულების საერთო პალატებში, დელეგაციამ მოისმინა არაერთი საჩივარი პაციენტებს შორის კონფლიქტისა და ძალადობის შესახებ“, - წერია ანგარიშში.

დოკუმენტის მიხდვით, საქართველოს მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ გარანტირებული იყოს დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა, ასევე ობიექტური სამედიცინო ექსპერტიზა გარე ფსიქიატრების მონაწილეობით. პაციენტებს უნდა ჰქონდეთ იურიდიული მრჩევლის დახმარების შესაძლებლობა პროცედურების ყველა ეტაპზე, მათ შორის, ფსიქიატირული კომისიის წინ.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ პაციენტებისთვის ფორმალური საჩივრის მექანიზმები სამ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სადაც იმყოფებოდნენ კომიტეტის წარმოადგენლები, არსებობდა. თუმცა, ძალიან ცოტა პაციენტმა იცოდა, თუ როგორ შეიძლება უჩივლო უსაფრთხოდ და კონფიდენციალურად კლინიკის ხელძღვანელობას.

წამების პრევენციის კომიტეტი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს გააკეთონ ყველაფერი იმისათვის რომ სრულად განახორციელონ 2014 წლის დეინსტიტუციონალიზაციის სამოქმედო გეგმა და ამ კონტექსტში განავითაროს ფსიქიატრიული მზრუნველობა საზოგადოებაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა