გამგებლის ინფორმაციით, თუშეთში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზის მონაკვეთზე ჩარჩენილ მწყემსებთან და ტრაქტორის მძღოლებთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება

თუშეთში სტიქიის შედეგად დაზიანებულ გზის მონაკვეთზე ჩარჩენილ მწყემსებთან და ტრაქტორის მძღოლებთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს თუშეთის გამგებელმა განუცხადა. ლადო კახოიძეს თქმით, თუშეთთან დამაკავშირებელი გზა რამდენიმე მონაკვეთზე ჩახერგილია, რის გამოც გაადაადგილებას ვერ ახერხებენ და მდგომარეობის გასარკვევად, ვეტმფრენის ჩართვაა საჭირო.

„სტიქიამ თუშეთის გზის დიდი ნაწილი დააზიანა. გზა ჩახერგილია რამდენიმე ადგილას, ეს არის მე-9, მე-14, 27-ე და 56-ე კილომეტრებზე. ჩამოწოლილია მეწყერი. დღეის მდგომარეობით, ტურისტული სეზონის გახსნა, სავარაუდოდ, რამდენიმე კვირით გადაიდება. ტექნიკა ჯერჯერობით დაზიანებულ მონაკვეთებზე მუშაობას ვერ იწყებს. თუმცა მანამდე ფშაველი-აბანო-ომალოს სავტომობილო გზაზე მუშაობდა ტენდერში გამარჯვებული კომპანია, სტიქიის დროს კი, იქ დარჩა ტექნიკა და ასევე დარჩენილი არიან ტრაქტორის მძღოლები და მწყემსები, რომლებიც თუშეთში, საგაზაფხულო საძოვრებზე მიერეკებდონენ ცხვარს. ჯერჯერობით მათთან კავშირის დამყარება ვერ ხერხდება, თუმცა ვგეგმავთ, რომ ვერტმფრენით გადავამოწმოთ, ვინმეს საფრთხე ხომ არ ემუქრება“, - განაცხადა თუშეთის გამგებელმა ლადო კახოიძემ.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის