წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშში მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში არსებული მდგომარეობაც მოხვდა

დელეგაციას არ მოუსმენია თითქმის არანაირი ბრალდება არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. ამის შესახებ ნათქვამია წამების, არაჰუმანური ან დამამცირებელი მოპყრობის პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშში, რომელიც საქართველოს ეხება.

„აღნიშნულ დაწესებულებაში არ გამოვლინდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შორის რაიმე სერიოზული და ხშირი კონფლიქტები. საერთო ჯამში, დაწესებულებაში ატმოსფერო საკმაოდ მშვიდი იყო. მატერიალური პირობები ზოგადად ძალიან კარგი იყო, შეთავაზებული აქტივობები კი შეიძლება განიხილოს, როგორც ადეკვატური. თუმცა კომიტეტმა რეკომენდაციის სახით აღნიშნა, რომ სასურველია, საქართველოს ხელისუფლებამ უფრო მეტი ძალისხმევა გაწიოს, რათა დროებითი განთავსების დაწესებულებაში დროის ხანგრძლივი პერიოდით მოთავსებულ სხვა ქვეყნის მოქალაქეებს ორგანიზებული აქტივობები შესთავაზოს“, - აღნიშნულია ანგარიშში.

რაც შეეხება ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებულ საკითხებს, კომიტეტის რეკომენდაციით, მიზანშეწონილი იქნებოდა, მედდების დაქირავება და 24-საათიანი სამედიცინო მომსახურების დანერგვა.

„რაც შეეხება პროცედურულ საკითხებს, სხვა ქვეყნის მოქალაქეებს დაუყოვნებლივ მიეწოდებოდათ ინფორმაცია მათი უფლებების შესახებ და მიწოდებული იყო იურიდიული დახმარება. გარდა ამისა, საჭიროების შემთხვევაში მათ უზრუნველყოფდნენ თარჯიმნის მომსახურებით. თუმცა ზოგიერთ დაკავებულს, როგორც ჩანს, არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია იურიდიული დახმარების ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. კომიტეტის რეკომენდაციით, სასურველია უფრო მეტი ნაბიჯი გადაიდგას, რათა დარწმუნებულები იყვნენ, რომ იურისტთან წვდომა სრულად და ეფექტურად ხორციელდება ყველა დაკავებული ადამიანისთვის. ანგარიშში ნათქვამია, რომ შსს-ის მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში სპეციალურად გადამზადებული თანამშრომლები მუშაობდნენ, თუმცა ამის მიუხედავად, კომიტეტმა ხელისუფლებას მიმართა თხოვნით, გაწიონ უფრო მეტი ძალისხმევა, თანამშრომელთა ენობრივი უნარების ამაღლების მიზნით“, - აღნიშნულია ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა