ადვოკატი - მალხაზ მაჩალიკაშვილმა ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით შენიშვნები ჰქონდა

ცუდია, როდესაც ტერორიზმზეა აქცენტი , რადგან საქმეში იარაღი არ ფიგურირებს, -ამის შესახებ მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა სუს-ში მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.

მარიამ კუბლაშვილის განმარტებით, დაკითხვა საკმაოდ მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა.

„მალხაზ მაჩალიკაშვილმა ყველა კითხვას ამომწურავად უპასუხა, ყველა მნიშვნელოვან, შემხებლობაში მყოფ კითხვაზე იქნა პასუხი გაცემული. შესაბამისად, შემდეგი ეტაპი არის გამოძიების გადასაწყვეტი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურატურა - თუ იქნება საკმარისი მტკიცებულებები, დასაბუთებული ვარაუდი, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილმა შესაძლოა ჩაიდინა, მოამზადა კონკრეტული დანაშაული, მაშინ მას წაეყენება ბრალი“,-განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა

მისივე თქმით, ადვოკატები და მალხაზ მაჩალიკაშვილი დღეს გაეცნენ მტკიცებულებებსა და სასმართლოს განჩინებასაც, თუ რის საფუძველზე იყო ფარული გამოძიება წარმოებული.

„აგრეთვე მოვუსმინეთ ჩანაწერს და ჩვენი შენიშვნები გავაკეთეთ. მალხაზმა კონკრეტულად განმარტა ყველა შენიშვნა. სხვა მტკიცებულებებს რაც შეეხება, არის პირების გადაადგილების მარშრუტები, რაც ჯერჯერობით ვერაფერს გვაძლევს“,-აცხადებს მარიამ კუბლაშვილი

მისივე თქმით, დასვეს კითხვა, ჩაუტარდა თუ არა აუდიოჩანაწერს უწყვეტობასთან დაკავშირებით ექსპერტიზა და მიიღეს პასუხი, რომ „ექსპერტიზა ჯერ კიდევ არ არის ჩატარებული“. კუბლაშვილის განმარტებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის ხმის ნიმუშის აღებაც მოხდა, რაზეც მას არანაირი წინააღმდეგობა არ გაუწევია.

„ჩვენ ვითანამშრომლეთ და ყველაფერი იყო კანონის ფარგლებში. ჯერ კიდევ არ არის ჩატარებული ექსპერტიზა მტკიცებულებების ავთენტურობასთან დაკვშირებით, მიმდინარეობს გამოძიება“,-აცხადებს მარიამ კუბლაშვილი

ამასთან, მარიამ კუბლაშვილის თქმით, ცუდია, როდესაც ტერორიზმზეა აქცენტი, რადგან საქმეში იარაღი არ ფიგურირებს. რაც შეეხება შესაძლო ბრალის გადაკვალიფიცირებას, მაჩალიკაშვილის ადვოკატი ამბობს, რომ „ყველაფერი შესაძლებელია“.

მალხაზ მაჩალიკაშვილი სუს-ში დაკითხვაზე 7 საათის განმავლობაში იმყოფებოდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა