საპატრიარქო - მოლაპარაკებების შედეგად დავით გარეჯში სიტუაცია დასტაბილურდა, მნახველებისთვის ჩიჩხიტურის მონასტერი გაიხსნა

მოლაპარაკებების შედეგად დავით გარეჯში სიტუაცია დასტაბილურდა, - ამისი შესახებ საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„მოლაპარაკებების შედეგად დავით გარეჯში სიტუაცია დასტაბილურდა. ღვთის წყალობით, ამ დროისთვის გახსნილია ჩიჩხიტურის მონასტერიც და მნახველებს დაუბრკოლებლად შეუძლიათ ქართული კულტურის ამ შესანიშნავი ძეგლის მოლოცვა. იმედს ვიტოვებთ, დემარკაციის პროცესი მშვიდობიანად წარიმართება და აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრობა კიდევ უფრო განმტკიცდება“, - აღნიშნულია საქართველოს საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია