გერგეთამდე მისასვლელ გზაზე სტიქიით დაზიანებული მონაკვეთზე საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებულ სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი 5.6 კმ-იანი გზის 300 მეტრიან მონაკვეთზე საპროექტო და გეოლოგიური სამუშაოები მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საავტომობილო გზების დეპარტამენტიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, საგზაო უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით, ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღნიშნულ მონაკვეთზე ცალმხრივად მიმდინარეობს. დეპარტამენტის ტექნიკური სამსახურების საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლები და გეოლოგები ადგილზე იმყოფებოდნენ და არსებული მდგომარეობა დეტალურად შეისწავლეს. სტიქიური მოვლენებისაგან გამოწვეული პრობლემის მოსაგვარებლად შესაბამისი ღონისძიებები დაისახება და და სტიქიის პრევენციის სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში საავტომობილო მოძრაობა არ შეფერხდება და დაზიანებულ მონაკვეთზე ცალმხრივ რეჟიმში გაგრძელდება.

„გეოლოგებთან და საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე გავეცანით არსებულ მდგომარეობას. უკვე დაწყებულია პროექტირება სტიქიის ლიკვიდაციისა და პრევენციის კუხით. პარალელურ რეჟიმში, შემდეგ კვირში დავიწყებთ დაზიანებული მონაკვეთის აღდგენის სამუშაოებს. ხოლო რაც შეეხება პრობლემის სრულად აღმოფხვრას, სამუშაოები რამდენიმე თვეს გასტანს,“- განაცხადა საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ გიორგი წერეთელმა.

საავტრომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დამატებითი სამუშაოები არ გამოიწვევს პროექტის ღირებულების გაძვირებას და ბიუჯეტიდან დამატებითი სახსრების გახარჯვას. დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა, პროექტის თავდაპირველი ღირებულებიდან ხარისხის უზრუნველსაყოფად განკუთვნილი და ამ მიზნით შემსრულებელი კომპანიისთვის დაკავებული 5%-ის ფარგლებში მოხდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა